x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გარდაცვლილებთან ერთად ცხოვრობენ
1-ვიეტნამელი მამაკაცი გარდაცვლილ ცოლთან ერთად წევს.

2009 წელს ვიეტნამელი ლი ვანი თითქმის ყველა ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე მოხვდა, როგორც აღმოჩნდა მას უკვე 5 წელია ერთ საწოლში, გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად სძინავს.

ცოლის გარდაცვალების შემდეგ იგი ვერ ისვენებდა, წუხდა, გადაწყვიტა ამოეთხარა საფლავიდან ცოლის ნარჩენები და მისგან თაბაშირის სტატუია-მუმია გაეკეთებინა.

57 წლის მამაკაცის განცხადებით ერთად ყოფნა დაეხმარება იმაში, რომ შემდეგ ცხოვრებაშიც ისინი ერთად იყვნენ.ამ ამბის გახმაურების შემდეგ, გაზეთ "Nguoi Lao Dong"-ის კორესპონდენტმა 2 წლის შემდეგ კვლავ მიაკითხა ლა ვანს, აღმოჩნდა, რომ მამაკაცს კვლავ გარდაცვლილ ცოლთან ერთად სძინავს.image




2-18 წელი მკვდარ შვილთან ერთად




ციური კვარაცხელიას შვილი 22 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაეცვალა და აგერ უკვე 18 წელია ჯონი ბაკარაძის სხეულს ხის სასახლეში ინახავს, (ამის შესახებ ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე სტატია)ქალი ყოველდღიურად სპირტის ტამპონებით წმინდავს მიცვალებულის სხეულს.პირველი 10 წლის განმავლობაში ციური გარდაცვლილი ვაჟის ყოველ დაბადების დღეზე ახალ სამოსს აცმევდა, თუმცა ბოლო წლებში ასაკის გამო გაუჭირდა.image




















3-არგენტინელი ქალბატონი თავის გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად პატარა მავზოლეუმში იძინებს.

43 წლის არგენტინელი ქვრივი ბუენოს-აირესიდან ადრიანა ვილარეალი მას შემდეგ მოექცა ყურადღების ქვეშ, როდესაც პოლიციას რამდენიმე ადამიანმა მიმართა ჩივილით, რომ სან-ლაზაროს სასაფლაოდან გვიან ღამით მუსიკის ხმა ისმოდა.

პოლიციას მავზოლეუმის კარი გაუღო ქალმა, რომელსაც ღამის პიჟამო ეცვა, როგორც აღმოჩნდა, ქალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღამეს ათევდა თავის გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად.პოლიციამ დაათვალიერა მავზოლეუმი, აღმოჩნდა რომ ქალმა იქ მიიტანა საწოლი, კომპიუტერი, რადიო და პატარა დენზე მომუშავე გამათბობელი.ადრიანას ქმარმა, სერხიო იედემ 2010 წელს მოიკლა თავი, ცოლმა კი მავზოლეუმი აუშენა იმ ფულით, რომელსაც ბინის საყიდლად აგროვებდა.image





























4-ქალი ერთი წელი იწვა მეუღლის გახრწნილ სხეულთან ერთად.

2012 წელს 79 წლის მარსელი ასთმის შეტევისგან გარდაიცვალა, ცოლი იმდენად შოკირებული იყო, რომ მან არ აცნობა არავის ქმრის სიკვდილის შესახებ და გააგრძელა მასთან ერთად ძილი ერთ საწოლში.

ასე გაგრძელდა ერთი წელი, სანამ ბინის პატრონმა არ მოითხოვა 1 წლის ქირა, რომელიც გადაუხდელი იყო. პოლიციამ სახლში აღმოაჩინა გახრწნილი სხეული, საოცარია, ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ არ შეაწუხა მეზობლები სუნმა. image




















5-ქმარი 35 დღე მალავდა ცოლის სიკვდილს

35 დღე ჩვეულებრივად დადიოდა სამსახურში, ვითომ არაფერი მომხდარა, 2 სართულიან სახლში კი, დამაი იმპანში(მალაიზია) 42 წლის გარდაცვლილი ცოლის სხეული იდო და იხრწნეობოდა.როცა ახლობლები ცოლის შესახებ ეკითხებოდნენ იგი გაურკვეველ პასუხს იძლეოდა, თუმცა 2013 წლის 2 სექტემბერს მას მეუღლე გარდაეცვალა მკერდის არეში ძლიერი ტკივილის შემდეგ.პოლიციამ დაადგინა, რომ მისმა 16 წლის ვაჟმა იცოდა, რომ დედა გარდაიცვლა, თუმცა მან მამას დრო მისცა, რომ გაეცნობიერებინა და გადაეტანა ის რეალობა, რაც შეემთხვა.ქმარმა ცოლის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, როდესაც სუნის ატანა უკვე შეუძლებელი იყო.image






















0
928
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0