საზოგადოება ახალდაქორწინებულმა წყვილმა ქორწილში 27 ტოსტერი მიიღო საჩუქრად 2014, 5 მარტი, 13:26
ახალდაქორწინებულმა წყვილმა დიდი ბრიტანეთიდან ქორწილში მიიღო საჩუქრად... 27 ტოსტერი სხვადახვა ფირმის გამოშვებული, იუწყება The Daily Express-ი.როგორც წყვილმა აღნიშნა, მათ არ შეუდგენიათ წინასწარ სასურველი საჩუქრების სია, რომელიც ხანდახან ვრცელდება ხოლმე მოწვეულ სტუმრებში ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე.
ახალგათხოვილმა ვიქტორია საიმურმა და მისმა მეუღლემ მაიკლმა (წყვილი მექსიკაში დაქორწინდა, ხოლო ქორწილი ინგლისში გადაიხადეს)შეამჩნიეს, რომ შეფუთული საჩუქრების ყუთები ფორმით და ზომით ძალიან წააგავდა ერთმანეთს, გახსნის შემდეგ უმეტესობა ტოსტერი აღმოჩნდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტოსტერის ჩუქების იდეა სასიძოს მეგობარს, რობ კენოკს მოუვიდა თავში, თუმცა როგორ აიტაცა ეს ერთხმად სხვა სტუმრებმა გაურკვეველია.
ვიქტორიამ შესძლო და ტოსტერების უმეტესობა მაღაზიას დაუბრუნა. 128 6-ს მოსწონს
|