![იანუკოვიჩი გარდაიცვალა თუ ეს მხოლოდ
დეზინფორმაციაა? image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014030410281910110.jpg)
ვიქტორ იანუკოვიჩი გარდაიცვალა. სიმართლეა თუ დეზინფორმაცია?
ევრომაიდანის აქტივისტმა მიხეილ ლებედმა ფეისბუქის გვერდზე დადო შეტყობინება, თითქოს უკრაინის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გულის შეტევით გარდაიცვალა დონის–როსტოვში. ამაზე წერს უკრაინული გამოცემა "LB.ua".
ლებედს წყაროდ მოჰყავს როსტოველი მეგობარი ექიმი, რომელიც მისი თქმით ამ ქალაქში ექიმად მუშაობს კარდიოლოგიურ ცენტრში. მეგობრის სიტყვებით იანუკოვიჩი ამ კლინიკაში 3 მარტს მიიყვანეს მოსკოვის დროით 23:00 საათზე და ერთი საათის მერე დაიღუპა.
"LB.ua"–ს რედაქცია დაუკავშირდა ლებედს, რათა დარწმუნებულიყო ინფორმაციის რეალობაში და ჰკითხეს, ლებედის გვერდზე მართლა მის მიერ იყო დადებული შეტყობინება თუ მისი გვერდი "გატეხილი" იყო ჰაკერის მიერ, დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ლებედმა განაცხადა: დიახ, მე ვადასტურებ, ინფორმაცია მე დავდე იანუკოვიჩის დაღუპვის თაობაზე.
საინტერესოა წყაროს ინფორმაცია რეალობაა თუ მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ხშირად მიმართავენ ხოლმე მკითხველების მოსაზიდად გამოცემები.