x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა ქალმა პირდაპირ შუა ნიუ-იორკში,ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იმშობიარა
image

ამერიკელმა ქალმა, ნიუ-იორკში, პიკის საათის დროს ვერ შესძლო ტაქსის დაკავება და იძულებული შეიქმნა, ასეულობით გამვლელის თვალწინ, ქუჩაში ემშობიარა.ინციდენტის მოწმე გახდა ტელეარხი Fox News-ი, რედაქციამ ჟურნალისტები სხვა დავალებაზე გააგზავნა, მაგრამ როგორც კი დაინახეს მესამე ავენიუს #68 ისტ საიდზე შეგროვილი ხალხი, გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ და რეპორტაჟი გაეკეთებინათ.image

როგორც FedPost-ი იუწყება, ქალი იქვე ახლოში ცხოვრობდა(სახელი არ ხმაურდება), როდესაც ჭინთვები დაეწყო გარეთ გამოვიდა ტაქსის დასაჭერად, თუმცა მოვლენები ელვისებურად განვითარდა, "ღმერთო ჩემო!ბავშვი გამოდის!"-დაიყვირა ახალგაზრდა მშობიარე ქალმა.image

" გადასასვლელზე გადავდიოდი, როდესაც ბავშვი დაიბადა"-აცხადებს ერთ-ერთი მოწმე, მე ჩვილს გადასაფარებელი გადავაფარე.


მალე ადგილზე ქმარიც გამოცხადდა, ოჯახი ლენოქს ჰილის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ექიმების განცხადებით დედა და პატარა ახალშობილი გოგონა კარგად არიან, ეს წყვილის მესამე შვილი გახლავთ.

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0