საზოგადოება ამერიკელმა ქალმა პირდაპირ შუა ნიუ-იორკში,ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იმშობიარა 2014, 3 მარტი, 22:42
ამერიკელმა ქალმა, ნიუ-იორკში, პიკის საათის დროს ვერ შესძლო ტაქსის დაკავება და იძულებული შეიქმნა, ასეულობით გამვლელის თვალწინ, ქუჩაში ემშობიარა.ინციდენტის მოწმე გახდა ტელეარხი Fox News-ი, რედაქციამ ჟურნალისტები სხვა დავალებაზე გააგზავნა, მაგრამ როგორც კი დაინახეს მესამე ავენიუს #68 ისტ საიდზე შეგროვილი ხალხი, გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ და რეპორტაჟი გაეკეთებინათ.
როგორც FedPost-ი იუწყება, ქალი იქვე ახლოში ცხოვრობდა(სახელი არ ხმაურდება), როდესაც ჭინთვები დაეწყო გარეთ გამოვიდა ტაქსის დასაჭერად, თუმცა მოვლენები ელვისებურად განვითარდა, "ღმერთო ჩემო!ბავშვი გამოდის!"-დაიყვირა ახალგაზრდა მშობიარე ქალმა.
" გადასასვლელზე გადავდიოდი, როდესაც ბავშვი დაიბადა"-აცხადებს ერთ-ერთი მოწმე, მე ჩვილს გადასაფარებელი გადავაფარე.
მალე ადგილზე ქმარიც გამოცხადდა, ოჯახი ლენოქს ჰილის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ექიმების განცხადებით დედა და პატარა ახალშობილი გოგონა კარგად არიან, ეს წყვილის მესამე შვილი გახლავთ. 54 4-ს მოსწონს
|