x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა ეცვათ მანდილოსნებს კაბის ქვეშ. (მოდის ისტორია)
უძველეს დროში ქალბატონები არ ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ
არსებული მოდის ტენდენციები. იდეალური ფიგურის თვალსაჩინოდ კი მიდიოდნენ მსხვერპლსა და შეზღუდვებზე. შემოგთავაზებთ კოლექციას, სადაც შევეხები ქალის ქვედა საცვლებსა და ატრიბუტებს, თუ რა სახის საცვლები იყო გამოყენებული მანდილოსნების მიერ დროისა და მოდის მიხედვით კაბის ქვეშ.


1. შარვალი(პანტალონი). ასეთი უცნაური დიზაინის შარვალს ატარებდნენ მანდილოსნები მრავალი საუკუნის განმავლობაში და 19-ე საუკუნემდე, რომელსაც ამოჭრილი უბე ჰქონდა, მკვლევართა ვარაუდით ვენტილაციისთვის იყო განკუთვნილი და ჰიგიენის ნორმების დაცვის გაადვილებისთვის.

image



2. წინსაფარი ჯიბეებით. მოგეხსენებათ, რომ ხელჩანთა ქალის განუყოფელი ატრიბუტია, თუმცა პირადი ნივთების უზრუნველყოფას თავშეყრის ადგილებში ჩანთა ვერ განაპირობებდა, ამიტომ დიზაინერებმა შექმნეს წინსაფარი, რომელსაც ჯიბეები ჰქონდა, სადაც ქალბატონები საკუთარ ნივთებს, კოსმეტიკა იყო ეს თუ ფული, სწორედ იქ ინახავდნენ, წინსაფარი რაღა თქმა უნდა კაბის ქვეშ მაგრდებოდა.

image



3. კალათი. იმ დროისთვის მოდა პრაქტიკულობით დიდად ვერ გამოირჩეოდა, ვინაიდან კაბის ქვეშ ასევე მაგრდებოდა კალათები, ესეთი მოდა 18-ე საუკუნეში მძვინვარებდა, განსაკუთრებით კი Marie Antoinette-ს დროს, ვინაიდან კალათის საშუალებით მანდილოსანს ეძლეოდა უფრო განიერი ფორმა, რაც ფართე იყო მანდილოსანი ამ კალათის მეშვეობით, მით უფრო მდიდრად ითვლებოდა და რაც უფრო სირთულით გაივლიდა კარში, მით უფრო მიმზიდველად.

image


4. ქსელი (კრინოლინი). საბერძნეთის აღორძინების პერიოდში, 1800-იან წლებში დაინერგა ასეთი მოდა. ქსელების მეშვეობით კაბები გახდა უფრო მსუბუქი და მარტივი სატარებელი, თუმცა ეს ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა.

image


5. ფუშფუშები (სუეტი). როდესაც მოდის ინდუსტრიიდან გაშლილი და დიდი კაბები ნელ-ნელა გადაშენების გზას დაადგა და აღმოცენდა ახალი ტენდენცია, რომელსაც პირდაპირი თარგმანი არ აქვს ქართულად და ფუშფუშა ყველაზე მიახლოებულია, ძნელი მისახვედრი იყო, რომელ ქალბატონს ჰქონდა ბუნებრივი "გაბზეკილი უკანალი" და რომელს არა. მაშინ მხოლოდ "ქვიშის საათის" მაგვარი ფორმები იყო მოდაში, რომლის ბუნებრივი კრიტერიუმებით ბევრი ვერ დაიკვეხნიდა და ეს სამაგრი კაბის ქვეშ სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი.

image


6. საცვალი. ჩვეულებრივი საცვალი, რომელსაც დღეს ყველა მანდილოსანი ატარებს (ნუ უმეტესობა მაინც), სწორედ 1935 წელს გამოიგონეს, მართალია მას შემდეგაც მისმა ფორმებმა სახე იცვალა, თუმცა მაინც ხშირ შემთხვევაში ასეთი სახით მეტი მომხმარებელი ჰყავს.

image


10
285
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
285
  
2014, 7 მარტი, 22:31
მართლა კაი იყო
2014, 3 მარტი, 23:13
ვზრუნავ თქვენს განწყობაზე :D:D:D
2014, 3 მარტი, 23:12
ოკ :D:D:D უკანა კარი არ აქვს ჩემს სახლს და ოთახიდან გავალ ;) :D:D:D
2014, 3 მარტი, 23:11
მაკა ჩუ :) უკანა კარიდან გადი :D :D :D :D
2014, 3 მარტი, 23:10
ვაიმე, მაკა, როგორ გამაცინეეეე:DDDD
2014, 3 მარტი, 23:07
გაგიკვირდა ვახო ნიფხავი ხომ?? :D:D:D მივხვდი რატომაც :D:D
2014, 3 მარტი, 21:45
აუ ნიფხავი :D:D:D როგორი ფოჩები აქვს :D
2014, 3 მარტი, 20:15
მართალი ხარ:D გამაცინეეეეე
2014, 3 მარტი, 20:14
:D ხო მანჩო ასეა რეალურად და რა დამეწერა :D
2014, 3 მარტი, 20:11
"ნუ უმეტესობა მაინც"-ეს ფრაზა მომეწონა:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10