ტენდენციები ზამთრის ყველაზე მოდური ქუდები 2014, 15 ოქტომბერი, 23:27 დამეთანხმებით, არ არსებობს წელიწადის დრო, რომელსაც თავისი ფავორიტი არ ეყოლება. თავისთავად ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. ზაფხული გამორჩეულია ძაძების გახდითა და მზეზე მიფიცხებით, როცა ასე ნანატრ შვებულებას თუ არდადეგებს, სწორედ წელიწადის ამ დროისთვის ვინახავთ. თუნდაც გაზაფხული, ახალი სიცოცხლისა და კომბინირებული, ახლად ამოფეთქილი ყვავილების სურნელების შეგრძნება. მრავალფერი, ხვავიანი შემოდგომა, რომელიც ამ ბოლო დროს რატომღაც სანატრელი გვიხდება და ბოლოს ზამთარი, რომელიც დღევანდელ სტატიასთან სწორედ რომ პირდაპირ კავშირშია.
ძალიან მალე, თითებზე ჩამოსათვლელად აგვიცივდება და სხვა ტანისამოსთან ერთად, მოყვარულებს თავსაბურავის შერჩევის თავსატეხიც დაგვემატება. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ როგორი ნაქსოვი, ფერი თუ სტილი მოირგოთ, მინდა შემოგთავაზოდ არცთუ ისეთი პატარა კოლექცია, რომელიც უდიდეს დახმარებას გაგიწევთ, ქალის იმიჯში ხომ თოვლიან ზამთარში ერთ-ერთი წამყვანი როლი ქუდს უკავია. წარმოდგენილ კოლექციაში კი იხილავთ როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალი სტილის, ბერეტს თუ კეპიან ნაქსოვ ქუდებს, სადაც ფერთა სწორი შეხამება და სხვადასხვა ორნამეტები- ფიფქები, ბაფთები, ყვავილები, ზოლები, ფერადი ღილები თუ ბისერები, გაიძულებთ იპოვოთ თქვენი შესაფერისი სტილი. ან თუნდაც, ხელმარჯვე ქალბატონებმა ამ კრეატიული მაგალითების ფონზე, თავად შექმნად თქვენი შედევრი. ისღა დამრჩენია, წარმოგიდგინოდ ეს უნიკალური კოლექცია და გისურვოდ თბილი, ლამაზი და წარმატებული ზამთარი. 1078 16-ს მოსწონს
|