ტენდენციები Adidas-ის ახალმა რეკლამამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია, მოდელი კი საჯაროდ შეურაცხყვეს 2017, 11 ოქტომბერი, 20:02 Arvida Byström არის შვედი მოდელი და კიბერ სენსაცია. იგი საჯაროდ ცნობილია საკუთარი ფოტო სურათებით, სადაც ის ეხმაურება გენდერულ სტანდარტებსა და ქალურ ესთეტიკურობას. ბრენდულმა სპორტულმა ფირმა Adidas- მა სწორედ ის მიიწვია თავისი ახალი პროდუქციის პოპულარიზაციის რეკლამაში გადასაღებად.
Adidas- მა ცოტა ხნის წინ დაიწყო კამპანია "სუპერ ვარსკვლავი", რომლის მიზანია დემონსტრაცია გაუკეთოს ხვალინდელ დღეს მოდელების, სპორტსმენების, აქტივისტების და მხატვრების მაგალითზე. Arvida Byström-ის ვიდეომ სწრაფად დაიმსახურა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი. გოგონა სრულიად წინააღმდეგია XXI საუკუნეში შექმნილი სტერეოტიპების და არ უჭერს მხარს სხეულიდან თმების მოშორების წესებს. რეკლამაში მონაწილეობას იღებს ნაზ, ღია ვარდისფერებში, მსუბუქი მაკიაჟით, ბუნებრივი სხეულითა და ბრენდული ფირმის სპორტული ფეხსაცმელით. ფოტოებისა და ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე, გოგონა მოექცა საზოგადოების განკითხვისა და ჭორების ქარ-ცეცხლში. "ეს გოგო კი არა, მაიმუნია!" "გაიპარსე, აიტრუსე, ან კოლგოტები მაინც ჩაიცვი მაგ ფეხებზე!" "ვეღარ ჩავთვლით ბრენდს მიუკერძოებელად მოდელების მიმართ, რადგან ის ფეხსაცმელს კი არა, ქალის გაუპარსავ ფეხს არეკლამებს." "ნუთუ ეს ის არის, რისკენაც ქალი უნდა ისწარფვოდეს? არა, მადლობა. მომწონს ევროპული კულტურა, რომელსაც მე ვეკუთვნი. ქალმა უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, ეს არ შეესაბამება ჩემს კონცეფციებს." "რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისუფალი ნება, იცხოვროს ისე, როგორც მოესურვება, მაგრამ მებადება ერთადერთი კითხვა- ღირს კი ის ამად? ნუ გაიპარსავ ფეხებს, თუ კი არ გსურს იყო საზოგადოების ნაწილი, თუმცა უნდა იფიქრო შედეგებზე, რომ მას მოჰყვება შეურაცხყოფები იმიტომ, რომ გაუპარსავი ფეხი უსიამოვნო შესახედია." "ეს ამაზრზენია და წერტილი!" " შესანიშნავი ვიდეოა, რომელიც ეყრდნობა ადამიანის აზროვნების შეზღუდვის დემონსტრირებას და რატომ ავლენთ ასეთ შეუწყნარებლობას ამ გოგოს მიმართ? ეს მისი არჩევანია! ნუ მიბაძავთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ პატივი სცეთ?!" "მე არ ვარ Adidas-ის მომხმარებელი და არ ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო ძალიან მიმზიდველია პოტენციური მყიდველისთვის. თუმცა, ქალის სხეულზე რომ არსებობს თმა (ზოგის შემთხვევაში ამაზე მცირე, ზოგის შემთხვევაში კი უფრო მეტიც), ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა კაცმა იცის ამის შესახებ" "სულაც არ არის მიმზიდველი გოგო და უბრალოდ ნახა გზა ყურადღების მისაპყრობად"- წერს საზოგადოება. გთავაზობთ არვიდას ფოტოებს Instagram-იდან: იხილეთ აგრეთვე: ● ქალის თეთრეულის ყველაზე პროვოკაციული სურათები +16 ● მისმა პიკანტურმა ფოტოებმა მსოფლიო შოკში მოიცვა ● უკომპლექსოდ გახდილი ადამიანები ზღვაზე 393 14-ს მოსწონს
|