ტენდენციები 11 ყველაზე საზიზღარი სამოსი მოდური მაღაზიებიდან 2017, 18 აგვისტო, 11:29 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს. წლევანდელმა ტრენდულმა სამოსმა თუ ფეხსაცმელმა მომხმარებლების მოლოდინის ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა და ზოგიერთი მათგანი დასახელდა როგორც "საზიზღარი".
გთავაზობთ წლევნადელ ტრენდულ, ყველაზე საზიზღარ სამოსსა და ფეხსაცმელს მოდური მაღაზიებიდან. 1. ბადისებური "კოლგოტი". ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტენდენციებში განიხილებოდა ბადისებური "კოლგოტი", რომელსაც დახეული ჯინსების ქვეშ იცვამენ. 2. ე.წ კონკიის ფეხსაცმელი. თანამედროვე ქალებს შეუძლიათ აიხდინონ ბავშვობის ოცნება და ჩაიცვან გამჭვირვალე, მართალია არა ბროლის, მაგრამ მაინც კონკიის ფეხსაცმელი თანამედროვე ვერსიით. არ არის პრაქტიკული, თუმცა დამეთანხმებით ძალზედ უჩვეულოა. 3. ჯინსები მუხლების გამოსაჩენად. გვთავაზობენ უჩვეულო მოდურ ბრენდს, რომელიც არ არის საუკეთესო ვარიანტი გასაგრილებლად ან გასათბობად, თუმცა ლამაზ მუხლებს ყველა დაგინახავთ. 4. ქურთუკი შიშველი მხრებით. (მკლავები) იგივე ბრენდი, რომელმაც მუხლების გამოსაჩენი ჯინსის შარვალი შექმნა, ასევე გვთავაზობს ჯინსის ქურთუკს ამოჭრილი მკლავებით. მეამბოხე გოგონებისთვის საუკეთესო არჩევანია. 5. დახეული კოლგოტები. კოლგოტები ხვრელებითა და წასული თვლებით რეალურად გადაიქცა ტენდენციად. ალბათ ძალიან კარგია, ნეილონი ხომ ყველაზე ადვილად იხევა. 6. კოსტიუმები საღამურის (პიჟამო) სტილში. მსგავსი სტილის სამოსი პირველად წლების წინ მაღალი მოდის ბრენდულმა ფირმამ D & G -ნამ წარმოგვიდგინა. დღეს კი ის აქტუალურია და ნებისმიერს შეუძლია მოიხმაროს. 7. საზაფხულო ფეხსაცმელი მდიდრებისთვის. სულაც არ არის ხუმრობა ის, რასაც ხედავთ. დიახ, ეს რეზინის "ფლოსტებია" ძვირფასი ქვებით მოჭედილი, რომელიც ბრიტანელმა დიზაინერმა Christopher Kane-მ (ქრისტოფერ კანი) შექმნა. 8. შარვალი კაბით. ჯინსის შარვალთან კაბა ქალბატონებს წლების მანძილზე ეცავთ, თუმცა ეს კომბინაცია- ჯინსი ბაფთის კაბასთან, თვით fashion-ბლოგერებსაც აოცებს. 9. ბეწვიანი ფეხსაცმელი. ბეწვი უკვე დიდი ხანია განიხილება ფუფუნებისა და დახვეწილი სტილის გამოვლინებად, თუმცა დიზაინერებმა ის ამჯერად გამოიყენეს არა ტრადიციულად. 10. საცურაო კოსტიუმი სახისთვის. მიხვდებოდით ალბათ, რომ მზის სხივებისგან სახის დასაცავად შექმნეს. 11. კოსტიუმი სერფინგისთვის. და ბოლოს, სერფინგის მოყვარულებს, რომელთაც სანაპიროზეც კი არ სურთ ელეგანტურობასთან განშორება, დიზაინერები სთავაზობენ ასეთ ვერსიას. იხილეთ აგრეთვე: ● 12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე? ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1) ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2) ● ქალის ყველაზე მოდური ბრიჯები- რასთან როგორ შევახამოთ იგი 1018 16-ს მოსწონს
|