ტენდენციები შემოდგომა-ზამთრის 2016-2017 წლის ახალი კოლექცია 2016, 12 ოქტომბერი, 11:36 დიდი ხანია ვიგრძენით წელიწადის ყველაზე მდიდარი დრო თუ როგორ შემოგვეპარა. შემოდგომის დადგომასთან ერთად კი იმატა საფიქრალმა, რომ განვაახლოდ ჩვენი "გორდერობი". ჟაკეტების სეზონი მალე მიიწურება და ვიცი სულმოუთმენლად ელით იმ სიახლეების გამჟღავნებას, რომელზეც ჩვენმა მოდის სახლებმა იზრუნეს. მათ შექმნეს შემოდგომა-ზამთრის 2016-2017 წლის კოლექცია ბუნების ფარგლებში არსებული ფერების გავლენით. მაღალი მოდის წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა ფართოდ ცნობილმა დიზაინერმა Izet Hajiyeva-მ განგვიმარტა, რომ ჩვენ ვართ იმ ცოცხალი პლანეტის ნაწილი, მიუხედავად ურბანიზმის დომინირებისა ჩვენს ცხოვრებაზე და ამიტომ სეზონის გავლენა აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს სამოსზე.
ბრენდმა Ready to Wear გამოუშვა ქურთუკების, მაისურის, კაბების, შარვლების, შუბისა და ორმხრივი პალტოების ხაზი, რომლის საშუალებითაც თავს იგრძნობთ თავისუფლად და კომფორტულად. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია- ხარისხი გარანტირებულია და თითოეული მათგანის შექმნაში გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ბეწვი, ტყავი, კაშმირი, აბრეშუმი, დერმატინი და ეს ყოველივე ისეა შერწყმული ერთმანეთთან, რომ ერთდროულად არის ელეგანტური და ყოველდღიურად ადვილი მოსახმარი. მწვანე ტონი მუქ ყავისფერთან უღრანი ტყის ეფექტს იძლევა, არის ფერთა გამა, სადაც იგრძნობა ურბანული სივრცე. ასე, რომ ჩვენი მოდის სახლები მუდმივად ზრუნავენ იმიჯზე და გემოვნებაზე, რათა არ დავიკარგოთ ბეტონის ჯუნგლებში და რაც მთავარია, წინ ნეტარი დღეები გველოდება ღია ცის ქვეშ. ეხლა კი გთავაზობთ შემოდგომა-ზამთრის 2016-2017 წლის Izeta-ს კოლექციას. 795 15-ს მოსწონს
|