საზოგადოება კონკიას ზღაპარი დასრულდა– ტარიელი იას: "ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს" (ფარულავას კომენტარი მომხდარზე) 2014, 2 მარტი, 23:09 ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ია ფარულავა 21-ე საუკუნის კონკიად იქცა, რომლისაც ბევრ ქალს შეშურდა. "ტარიელმა დაამტკიცა, რომ ის არის გიტარის რაინდი, გიტარის პაგანინი, სუპერვირტუოზი და გენიალური მუსიკოსი, ვამაყობ შენით და ახალა გავჩუმდები"-წერდა ია ფარულავა რჩეულზე. საოცნებო პრინცი და ზღაპრული სიყვარული, მეტი რა უნდა ინატრო... მითი დაიმსხვრა... წყვილს სერიოზული პრობლემები აქვს...
ია ფარულავამ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შვილის გაჩენას აპირებდა და ამისთვის რამდენიმე გეგმაც კი ჰქონდა. სამკურნალოდ წასულმა იამ საყვარელი კატა ქმარს დაუტოვა. როგორ მოუარა ტარიელმა მას არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ცხოველს ვეტერინარი დასჭირდა.
"ცხოველების მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით გამორჩეულ ადამიანს კატის ან ძაღლის სახლში გაჩერების სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით მეგონა თუ ცხოველი ჩემს ლოგინს შეეხებოდა, ან გულისრევით მოვკვდებოდი ან ლოგინს გადავაგდებდი. არის კიდევ ერთი, ცხოველები (ზოგიერთისაგან განსხვავებით) ჩემი ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე ადამიანზე მაღლა არასოდეს დამიყენებია. ამჟამად კი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი. ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ"-წერდა ტარიელი სოციალურ ქსელში. ტარიელის განცხადებას ია ფარულავა გამოეხმაურა: "ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ფეისბუქზე აღსარებების წერას". როგორც ჩანს ტარიელს იას ამგვარი გამოხმაურება ეწყინა. მეტიც, იას მეგობარ მიშა გასიტაშვილსაც გადაწვდა და მის სახალხოდ გაქილიკებას არ მოერიდა: "შენი რჩევები იმ პეძიკი პარიკმახერებისათვის შეინახე, რომლებიც ერთი ორი კომპიუტერის ფასად ფისუნიას კიდევ ერთხელ გაგისეირნებენ. ხოლო ჩემთან დაკავშირებით სანამ არასწორი სურათის დახატვას შეეცდები, ისიც გაიხსენე რომ ტარიელი ჯერ ცოცხალია და შესაბამისად კითხვებსაც არ ტოვებს პასუხის გაუცემლად. ნუ მჭორავ უაზროდ, არ გირჩევ". შეგახსენებთ, რომ მიშა გასიტაშვილი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველთან მეგობრობს. მიშა აღიარებს, რომ მასთან სალონში სიარული ყველაზე მოდურია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩემზე პროფესიონალი სტილისტებიც არიანო. მისი კლიენტებისა და მეგობრების რიცხვში კი ია ფარულავაცაა. იამ გადაცემა "იღბლიან ბორბალში" დაგროვილი ქულებით მიშა გასიტაშვილს კომპიუტერი წაუღო. ფაქტი ერთია ტარიელს მიშა გასიტაშვილი თვალში არ მოუდის და ამას არც მალავდა. სულ ცოტა ხნის წინ ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან საკუთარ პრობლემებზე გვიამბო. მუსიკოსს მეუღლის ტელეფონში იასა და მიშა გასიტაშვილის მიმოწერა უნახავს, სადაც მას არასახარბიელოდ მოიხსენიებდნენ. "საზოგადოებისათვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ, სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა. რომელსაც ხვალ ჩავსვამ. ჩემო პრინცესავ ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის, რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის) სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ, ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო ( რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე. იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ, მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან (რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი იმდენად ვერ იმახსოვრებს, რომ დაცინვით ტარიელის მაგივრად დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, (რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს)) იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა. რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონამორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს ( პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებულ დედოფლის ) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ. ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე. დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისაგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება. ერთადერთი მიზეზი რა მიზეზითაც მიჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი"-წერს ტარიელი სოციალურ ქსელში. მომხდარს ია ფარულავაც გამოეხმაურა: "ჰაჰაჰაჰა კაციშვილი რომ არ ალაიქებს ნეტავ რატომ? ეჰ მთვარლი ვინ არ ყოფილა". საინტერესოა როგორ გაგრძელდება ურთიერთობა, შერიგდება წყვილი, თუ ყველაფერი დასრულდა?! ტარიელ სუარი ია ფარულავასთან ამ რამდენიმეთვიანი ურთიერთობის მანძილზე უარყოფით თვისებებს თანდათანობით ავლენდა. ია ფარულავას ტარიელმა შეზღუდვები დაუწესა. როგორც ჩანს, მკაცრად აკონტროლებს მის სტუმრობებს სხვადასხვა გადაცემებში, მის ქცევას და საუბრის სტილსაც. უკვე რამდენიმე გადაცემაში ია ფარულავამ აღნიშნა, რომ ტარიელი ეჭვიანი ქმარია და ბევრ რამეში ზღუდავს. სოციალურ ქსელებში ტარიელი აქტიურობს და სხვადახვა თემებზე აზრს ხშირად ბილწსიტყვაობითაც გამოხატავს, რაც ცხადია მოსაწონი არ არის. "ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო"-გვამცნობს ია ფარულავა... იას "მატრაკვეცობა" ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სუფრიდან გაქცევაც არაა მიზანშეწონილი. ტარიელი გორთან ახლოს შესრულებულმა რუსულმა სიმღერამ გააღიზიანა."გაგიჟდა, კინაღამ ააყირავა მაგიდები - რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, მავთულხლართები მოცოცავს, ოკუპანტები დგანან და ეს რუსულ სიმღერას როგორ მღერისო"-უამბო ჟურნალისტს ია ფარულავამ... ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ, ზოგმა ტარიელი პატრიოტად შერაცხა, სხვები კი რიტორიკული კითხვით შემოიფარგლნენ: "აგვისტოს ომის დროს სად ბრძანდებოდით ბატონო ტარიელო?!" ტარიელის "რაინდის სტატუსს" კი მისი ყოფილი ცოლის განცხადებამ დაუსვა წერტილი. მისი მტკიცებით, ტარიელი სამი წელია სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს და თანაც უმუშევარია. "ტარიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი. ეს ყველაფერი როდია, სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ტარიელს სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა, შვილის ნახვის უფლება მხოლოდ თანმხლები პირის თანხმობით აქვს, ყოფილ ცოლთან მიკარება აუკრძალეს, ალიმენტის გადახდაზე კი უარი განაცხადა, უმუშევარი ვარო. გერმანიაში სასამართლოზე წარმოთქმულმა მუსიკოსის სიტყვებმა კი ყველა გააოგნაა. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"-ირწმუნება ქალბატონი ირმა. ყველაფრის მიუხედავად წყვილი ამტკიცებდა თავს შესანიშნავად ვგრძნობთო, თუმცა დღეს მომხდარმა ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და პრობლემების მოგვარებაც. 519 5-ს მოსწონს 3-ს არა
|