საზოგადოება როგორ დასაჯა ქმარმა ცოლი ღალატისთვის 2014, 2 მარტი, 20:46
46 წლის იან კურბერტმა(Ian Cuthbert) ედინბურგიდან, რომელსაც ცოლი ღალატობდა, გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა, მან 34 წლის ელისონის ინტიმური ფოტოები დაბეჭდა და მთელს ქალაქში გააკრა, იუწყება Mirror-ი.
იანი და ელისონი გასული წლის 16 მარტს დაქორწინდნენ, თუმცა ელისონი ამ ერთი წლის განმავლობაში კვლავ ხვდებოდა ყოფილ შეყვარებულს, უფრო მეტიც, როგორც ქალის მეგობრები აცხადებდნენ, ელისონი ისე იქცეოდა, ვითომ არც არაფერი მომხდარა და გათხოვილიც არ იყო.
იანი იმაზეც გამწარდა, რომ მან მის საკუთარ სახლში მოიყვანა საყვარელი, განრისხებულმა მამაკაცმა ათასამდე პლაკატი დაბეჭდა და ქალაქის ბოძებზე და სარეკლამო ბილბორდებზე მიაკრა.სურათებმა ქალაქის პოლიციის ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტეს გაერკვიათ ვისი ფოტო იყო.ისინი ელისონს მიადგნენ, თავად მოღალატე ცოლმა გადაწყვიტა ქმრისთვის სასამართლოში ეჩივლა.
სამართალდამცავებმა იანის საქციელი აღიქვეს, როგორც დევნა და პირად ცხოვრებაში ჩარევა, ამასთანავე რქიანი ქმარი დაჯარიმდება სკოლების მახლობლად უხამსი სურათების გაკვრის გამო. 183 5-ს მოსწონს
|