ტკბილეული ტორტები, ტორტები და კიდევ ერთხელ ტორტები! 2014, 1 მარტი, 23:10
უკვე დადგა მარტი-გაზაფხულის პირველი თვე. მარტის თვე ქალებს ეკუთვნის, რადგან ერთდროულად ორი ლამაზი დღესასწაული აღინიშნება : 3 მარტი-დედის დღე და 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე. მამაკაცები ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ მათთვის ძვირფასი ქალბატონები ამ დღეებში და თავს იმტვრევენ, რა საჩუქარი მოიფიქრონ, რა უფრო გაეხარდებათ მათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პოსტი ზუსტად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. თუ რატომ, ამას ახლავე გაიგებთ.
დამერწმუნებით, რომ ლამაზი და გემრიელი ტკბილეული ნებისმიერი ქალის გულს გაახარებს. ამიტომ ორიგინალური და გემოვნებით მორთული ტორტი მშვენიერი სარვამარტო საჩუქარი იქნება. ამ კოლაჟში მინდა წარმოგიდგინოთ ტორტების ნაირსახეობა-დაწყებული კლასიკურიდან და დამთავრებული ყველაზე ექტრავაგანტულითა და არაორდინალურით. ლამაზი ფეხსაცმელი და ჩანთა ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ამავდროულად ეს აქსესუარები შეიძლება ძალიან გემრიელიც იყოს. აი ამის მაგალითი: ყველა ქალი ლამაზი და უნიკალურია თავისებურად. მას შეუძლია უამრავი დრო დახარჯოს მაღაზიებში მოდური ტანსაცმლის საძებნელად, ან იჯდეს სახლში და თავად მოქსოვოს მისთვის მოსაწონი ქუდი თუ შარფი. მამაკაცზე მეტად არავინ იცის, თუ რა სურს ქალს. შეიძლება თქვენ ბევრი დრო და თანხა დახარჯოთ მისთვის ძვირფასი საჩუქრის შერჩევაში, ის კი ამ დროს იჯდეს და თქვენთვის სვიტერს ქსოვდეს, რომელსაც შემდეგ ჩაიცვამთ და სიყვარულით გაგახსენდებათ, რომ ის თქვენთვის ძვირფასმა ქალმა მოქსოვა. 8 მარტი-ეს ის დღეა, როცა ქალი თქვენგან სასწაულს ელის. გაატარეთ მასთან მთელი დღე, უთხარით, თუ როგორ ძლიერ გიყვართ და აჩუქეთ მას რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. გჯეროდეთ, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. 8 მარტი-ეს 14 თებერვალი არაა, მაგრამ საყვარელი ქალისათვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ბეჭედს მიართმევთ საჩუქრად, თანაც ამგვარი ორიგინალური გზით. და არ დაგავიწყდეთ, რომ საზეიმო ვახშამი აუცილებელია. სასურველია, თუ ეს თქვენი ხელით მომზადებული რაიმე გემრიელი კერძი იქნება. როცა ამ ლამაზ ტორტებს უყურებ, ძნელია წარმოდგინო, რომ ეს ტკბილელულია და არა ნამდვილი თევზი, გოჭი ან თუნდაც პელმენები. დაბოლოს, მინდა გითხრათ: გიყვარდეთ ის, ვინც თქვენს გვერდითაა, დაუთმეთ მას რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება, გაანებივრეთ ლამაზი საჩუქრებითა და ტკბილეულით.გახსოვდეთ, რომ ლამაზი და გემრიელი ტორტი-ეს ნამდვილად კარგი საჩუქარია! 926 14-ს მოსწონს
|