x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თანამედროვე რობინზონი სამოთხის კუნძულიდან
image თანამედროვე რობინზონი, რომლის სახელია დევიდ გლეშინი, აგერ უკვე 20 წელია ცხოვრობს სრულ სიმარტოვეში პატარა კუნძულზე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე.ის ყოფილი მილიონერია, 1987 წელს მას დიდი უსიამოვნობა შეხვდა, საფონდო ბირჟაზე მან 10 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.


მას მხოლოდ ეს პაწაწინა კუნძული დარჩა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული, იგი აქ 1993 წლიდან გადმოსახლდა და ცხოვრობს სრულ მარტოობაში, თუ არ ჩავთვლით მის მეგობარ ძაღლს სახელად კვაზის.image

-ეს არის ზღაპრული ადგილი-აცხადებს დევიდი-აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს.

ამჟამად "რობინზონი" თავის "პარასკევას" ეძებს გაცნობის საიტზე, იქნებ გამოჩნდეს ისეთი ქალბატონი, რომელიც ისურვებს მასთან ერთად ცხოვრებას კუნძულზე."ხანდახან ძალზედ მარტოსულად ვგრძნობ თავს"-აცხადებს დევიდი.


სხვა მხრივ იგი ბედნიერად გრძნობს თავს, იგი თავის თავს უწოდებს "ყველაზე ბედნიერ ბიჭს მსოფლიოში", იჭერს თევზებს და კიბორჩხალებს, კრიფავს ქოქოსს, მოჰყავს ბოსტნეული, მან საკუთარი ლუდსახარშიც კი გააკეთა!აქვს ნოუთბუქი ინტერნეტით-იგი ძველებურად ინტერნეტის მეშვეობით აქციებით ვაჭრობს.აი ესაა მისი ძირითადი გართობა კუნძულზე.ელექტროენერგიას მზის პანელებით გამოიმუშავებს.image

თუმცა არის ერთი პრობლემა, იჯარის ხელშეკრულების თანახმად დევიდს კუნძულზე კურორტი უნდა აეშენებინა, კურორტი არ აშენდა, ამიტომ კვისლენდის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით "რობინზონს" გამოსახლება მოუწევს.დევიდმა გაასაჩივრა სასამართლოს დადგენილება, იგი ამჟამად გადაწყვეტილებას ელოდება.imageimageimageimageimage











0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0