x
image
ციცი
Mediator image
ნინი ბადურაშვილი ჟურნალისტების შემოტევებისგან დაიღალა
image

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი თუ სიტყვა ყოველთვის ქართული მედიის და საზოგადოების განხილვის თემაა. ნინი დაიღალა ჟურნალისტების მსგავსი შემოტევებისგან. ამჯერად მისი გაღიზიანების მიზეზი იყო გავრცელებული სტატია სათაურით "მე მიყვარს ვანო მერაბიშვილი", რომელიც თითქოსდა ნინი ბადურაშვილის ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის მიხედვით გავრცელდა, სადაც ვანო მერაბიშვილის სურათზე დაპოსტილი იყო შემდეგი შინაარსის სიტყვები:

"რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით…ან მაბარებდნენ
გადაეცი რომ ძალიან გვიყვარს და ასე შემდეგ და დღეს ყველა ჩუმად არის. ეს არის დრო? მე მცხვენია თქვენს მაგივრად. მე მიყვარს ვანო, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ნაციონალი, ამაზე არის ანდაზა- დრონი მეფობენ და არა მეფენი! ვანო მე მიყვარს ვანო! და კიდევ რა მინდოდა მეთქვა საზოგადოებისათვის! სანამ ვანო იყო სახლში მარტო არ მეშინოდა, ახლა კი სახლიც და სამსახურიც 100 მეტრში მაქვს და იქიდან წამოსვლის მეშინია! ასეა ეეს!"


მაგრამ მომღერალს ორი თვის განმავლობაში გაუქმებული ჰქონდა საკუთარი ფეისბუქის გვერდი. შესაბამისად ეს პოსტი მას არ ეკუთვნის და მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ გადამოწმების გარეშე ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.


"2 თვე არ მქონდა ფეისბუქი იმიტომ, რომ მსგავსი შემოტევებისგან დავიღალე! ეს რომ ჩემი ნათქვამი არ არის უნდა გადაამაოწმოთ და ჩემი სახელით რომ ყველა მოხალისეა დარეგისტრირებული და რასაც უნდა იმას პოსტავს, ესეც უნდა გესმოდეთ! backround შენი ფეიჯის გაპიარებისთვის მსგავს არასწორ ინპორმაციებს არ უნდა დებდე, რადგან ამისთვის რომ გიჩივლო მოგიგებ!"


image


image

4
73
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
73
  
2014, 25 თებერვალი, 19:09
ხო ჩხეიძის დაწერილია, მაგარამ ბადურაშვილს მიაწერეს
2014, 25 თებერვალი, 16:56
ნინო ჩხეიძის დაწერილია როგორც მე ვიცი.
2014, 25 თებერვალი, 11:49
ნამდვილად არ არის ნინის დაწერილი
2014, 25 თებერვალი, 11:48
დიდად არ ვგიჟდებია ამ გოგოზე ,მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვამ დაწერა და ნინი არარი ამაში გარეული
0 1 4