x
image
worldsport.ge
ირინა შეიკს ფოტოები მოჰპარეს?

imageპორტუგალიელი სუპერმეგოლეს, კრიშტიანუ რონალდუს უცნობილესი სატრფო, მოდელი ირინა შეიკი ირწმუნება, რომ ბელგიურ ჟურნალს, რომელმაც ამ ორი კვირის წინ მისი ახალი ფოტოსესია გამოაქვეყნა, ამის უფლება არ ჰქონდა და ირინა ვერ ხვდება, როგორ აღმოჩნდა ეს ფოტოები ჟურნალის გვერდებზე.
საუბარია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ თამამ ფოტოსესიაზე, რომელიც ირინამ თავისი პროდიუსერისა და პირადი ფოტოგრაფის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიღო.image

აღნიშნულ ფოტოსესიაზე ირინას შესამოსელზე (თუკი ამას საერთოდ შეიძლება ეწოდოს შესამოსელი) სოჭის ოლიმპიადის სიმბოლიკებია გამოსახული.
ირინა შეიკი ამბობს, რომ ოლიმპიადის თემაზე გადაღებული ფოტოები ერთ-ერთ მის მუდმივ პარტნიორ ფრანგულ ჟურნალს უნდა დაებეჭდა და მათი აღშფოთება უსაზღვროა, რადგან მავანმა მოღალატემ ეს ფოტოები უკვე სხვა გამოცემას მიჰყიდა. გაბრაზებული შეიკი ამბობს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს მიმართავს.


www.worldsport.ge

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0