იმერეთი ქუთაისში 12 წლის გოგო დაიკარგა 2014, 24 თებერვალი, 20:11 ქუთაისში 12 წლის დაკარგულ გოგოს მარიამ სულაბერიძეს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. მარიამი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. როგორც მარიამ სულაბერიძის დედა ეთერ გვენეტაძე ამბობს, მის შვილს შეყვარებული ჰყავდა და სავარაუდოდ, მასთან ერთად იმყოფება. "ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. როგორც ვიცი შეყვარებული ჰყავდა, ვიღაც ბიჭს ესემესებს უგზავნიდა. მარიამს ავუკრძალე მასთან სატელეფონო კონტაქტი. რამდენიმე დღის წინ, როცა სახლში დავბრუნდი, მარიამი აღარ დამხვდა. გუშინ დარეკა და ნამტირალები ხმით მითხრა, რომ ცოცხალია, მაგრამ არ უთქვამს როდის დაბრუნდება. ძალიან ვთხოვ სამართალდამცავებს, რომ ჩემი შვილი მაპოვნინონ, "-განაცხადა ეთერ გვენეტაძემ. 907 5-ს მოსწონს
|