საზოგადოება ზოოპარკი ადამიანებისგან: შოკისმომგვრელი გართობა XIX და XX საუკუნის დასაწყისში 2014, 21 თებერვალი, 13:27 მხოლოდ 1935 წელს იქნა ლიკვიდირებული უკანასკნელი ზოოპარკის გალიები ზანგებით ბაზელში და ტურინში.აქამდე თეთრკანიანი მოსახლეობა ხალისით დადიოდა რომ ენახათ ზანგები, ინდიელები და ესკიმოსები. უკვე XVI საუკუნიდან ევროპაში შემოყავდათ ზანგები, როგორც ეგზოტიკური ცხოველები შიმპანზესთან, თუთიყუშთან და ლამასთან ერთად.XIX საუკუნამდე ზანგებს მხოლოდ მდიდრების სახლებში თუ შეხვდებოდით, ღარიბი გაუნათლებელი თეთრკანიანებისთვის მათი ნახვა წიგნებშიდაც კი შეუძლებელი იყო. ХХ საუკუნის დასაწყისში ზანგები და სხვა "ეგზოტიკური" ერის ნახვა შეიძლებოდა ბერლინის, ბაზელის, ანტვერპენის და ლონდონის ზოოპარკებში.1902 წელს ლონდონის ზოოპარკში ზანგები 800 000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა. ზანგები როგორ წესი ევროპულ ზამთარს ვერ იტანდნენ ხოლმე, ბერლინის ზოოპარკში 1902-1912 წლებში 27 ზანგი დაიღუპა. იმ პერიოდში ზოოპარკში ზანგების გარდა სხვა ხალხის წარმომადგენლებიც ჰყავდათ:პოლინეზიელები, კანადელი ინიუტები, სურინამელი ინდიელები, აღსანიშნავია, რომ მაყურებლის თვალწინ მათ ძველი რიტუალები უნდა შეესრულებინათ. ბებერი ევროპისთვის ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბოილოგიური ექსპონატები, უსულო და სულიერ საგნებთან გათანაბრებულები.მეცნიერები მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, შეეგუებოდნენ თუ არა ჩრდილოეთის კლიმატს.სკოლიდან ბავშვები დაჰყავდათ ზოოპარკში "ექსპოზიციების" სანახავად. თუმცა დღეს როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაინც არის დარჩენილი უკანასკნელი ზოოპარკი, თუმცა არა ევროპაში, არამედ მესამე სამყაროს ქვეყანაში-ინდოეთში, უფრო სწორად ანდამამის კუნძულზე, რომელიც ინდოეთს ეკუთვნის.მათი არეალი შემოღობილია ეკლიანი მავთულებით, რომლის დატოვებაც ზანგებს აკრძალული აქვთ, გასწვრივ გადის გზატკეცილი, სადაც ავტომობილებით შეუძლიათ დამთვალიერებლებს "დატკბნენ ველური დედიშობილა" ზანგებით. 166 6-ს მოსწონს
|