მსოფლიო უკრაინაში რუსეთის ჯარები შევა?! 2014, 20 თებერვალი, 23:16 ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის მზადაა საკუთარი მოსახლეობის დასაცავად და მათ ამის საშუალება და შესაძლებლობაც აქვთ.თუ აუცილებელი გახდა რუსეთის ხელისუფლება უკან არ დაიხევს.
რუსეთის საზღვაო ფლოტი სწორედ უკრაინის საზღვართანაა განლაგებული და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება მას აქვს თუნდაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითზე.
სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ამ შემთხვევაშიც ლმობიერად ჩანს, რადგან ისინი მხოლოდ ზეპირი მოწოდებებითა და მუქარით შემოიფარგლებიან.
რუსეთის ერთადერთ შემაფერხებელ ფაქტორად ამ დრომდე ითვლებოდა სოჭის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ხელ-ფეხი ეხსნება წამოიწყოს სამხედრო ინტერვენცია.
მსოფლიოს პოლიტიკური ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ჯარების შეყვანა გადაწყვიტა, არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინმა ამ ბრძოლაში საქართველოც ჩაითრიოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა როლს ითამაშებს ამ მოვლენებში უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი.ოპოზიციის მოთხოვნების მოკლე დროში გათვალისწინების შემთხვევაში, მოლოდინი უფრო ოპტიმისტური იქნებოდა, ვიდრე მსგავსი სიტუაციის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელებას მოჰყვება. 226 3-ს მოსწონს
|