საზოგადოება ოლიმპიადა სოჭში და მეძავების ახალი მოდა 2014, 19 თებერვალი, 9:24 სოჭში მიმდინარე ოლიმპიადა არა მარტო სპორტსმენების, გულშემატკივრების, ჟურნალისტების სარეკლამო სააგენტოების თუ პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, არამედ მას უძველესი პროფესიის წარმომადგენლებიც გამოხმაურნენ.მოსკოველმა მეძავებმა კლიენტებს ახალი "სერვიზი" შესთავაზეს-"ოლიმპიური ინტიმური მომსახურეობა".ხოლო სექსი "ჩემპიონთან" 5000 რუბლი ღირს. -თუ ჩვეულებრივად მოსკოვში გოგონას მომსახურება საათი 2000 რუბლი ღირს, "ჩემპიონის" ფორმაში გამოწყობილი გოგონას ფასი მინიმუმ ორჯერ იზრდება-აცხადებს მოსკოვის ერთ-ერთი ბორდელის ადმინისტრატორი სვეტლანა, -ახლა როდესაც მამაკაცების 90% ოლიმპიურ თამაშებზეა მიჯაჭვული, ინტიმი "სპორტსმენთან" დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. -მართალია ჯერ კიდვე წინა ოლიმპიადაც ავიტაცე, მაგრამ ამჟამად ასეთი მოთხოვნა თუ იქნებოდა "ჩემპიონებზე" ნამდვილად არ ველოდი-აცხადებს ერთ-ერთი მეძავი სახელად ირინა-საახალწლოდ ჩვენ ყველანი "ფიფქიები" ვიყავით, ახლა კი ყველა "სპორტსმენები" გავხდით.მრავალფეროვნება როცა არის უფრო არ მოიწყენ, ამას წინათ ერთი კლიენტი მოვიდა და მთხოვა მწვრთნელის როლი მეთამაშა, როგორც აღმოჩნდა ჭაბუკობის დროს სათხილამურო სპორტზე დადიოდა, მოსწონდა თავის მწვრთნელი და მასთან დაწოლაზე ოცნებობდა". სხვათა შორის მეძავთა სიაში არიან წარსულში ექს-სპორტსმენები, რომელთა მიმართ ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, სპორტის ოსტატები ან სპორტის ოსტატობის კანდიდატები. 29 4-ს მოსწონს
|