საზოგადოება ჩინელმა თავის შეყვარებული კანალიზაციის კოლექტორში ჩაკეტა ვალის გამო(ვიდეო) 2014, 18 თებერვალი, 11:24 მამაკაცმა თავის მეგობარი გოგონა ჩაკეტა კანალიზაციის კოლექტორში ვალის გამო. ინციდენტი ქალაქ ჰაიკოუში მოხდა, პროვინცია ჰაინანის ცენტრში, ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერში სჩანს ახალგაზრდა მამაკაცი ქალთან ერთად ქოლგით ხელში როგორ უახლოვდებიან კოლექტორს, მამაკაცი სახურავს ხდის და გოგონას შიგნით აგდებს და შემდეგ სახურავს აფარებს.გოგონა სასწაულად გადარჩა, მან 60 საათი(თითქმის სამი დღე და ღამე) დაჰყო კოლექტორში."პირველ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს, დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეში მყოფს მეშინოდა, რომ არ გავგუდულიყავი, თან ძალიან ბნელოდა"-განაცხადა დაზარალებულმა სახელად გუომ.შემდგომ შოკიდან გამოსულმა გოგონამ საშველად ხალხს ყვირილით მოუხმო, თუმცა არავის გაუგია. ამის შემდეგ გუომ გადაწყვიტა ტანსაცმელი გაეხადა და მისგან თოკი გაეკეთებინა, მართლაც გოგონამ სახურავამდე მიაღწია, მაგრამ ლუქი ძალზე მძიმე იყო და მის ასაწევად ძალა არ ეყო.თუმცა გამვლელებმა მისი ყვირილი უკვე გაიგეს და გოგონა ამოიყვანეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის გერლფრენდის მოშორება ვალის გამო გადაწყვიტა, გოუს მისი 100 000 იუანი მართებდა(დაახლოებით 2000$), მამაკაცი დაკავებული იქნა, მას ციხე ემუქრება მკვლელობის მცდელობის გამო. 41 5-ს მოსწონს
|