x
image
worldsport.ge
Telegraph: ჩავის სახე გაუნათდა, როცა ქინქლაძე ახსენეს

imageბრიტანულმა Telegraph-მა სტატია მიუძღვნა “მანჩესტერ სიტი”-“ბარსელონას” მოახლოებულ დაპირისპირებებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ჩანახატია კატალონიელთა ნახევარმცველ ჩავიზე, მის საფეხბურთო გემოვნებაზე. გამოცემამ აღნიშნა, რომ მაგალითად “ჩელსი” არაა ის კლუბი, რომელიც, ჩავიზე ააწყობს თამაშს, თუმცა ასეთი კლუბი შეიძლება იყოს “მანჩესტერ სიტი”, რომელსაც მოურინიუსგან განსხვავებული ხედვის სპეციალისტი ჰყავს – ჩილელი მანუელ პელეგრინი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი, რაც სტატიაში წერია, გიორგი ქინქლაძეს ეხება.
“ჩავიმ არ იცის, რა ერქვა “მანჩესტერ სიტის” სტადიონს, მაგრამ როცა გიორგი ქინქლაძე ვახსენეთ, სახე გაუნათდა. ქართველი გამთამაშებელი საოცრებებს ახდენდა 90-იანი წლების შუაში” – წერს პოპულარული გამოცემა.
იმ დროს, როცა ქინქლაძე “სიტიში” პირველ სეზონს ატარებდა, ჩავი 15 წლის იყო და “ბარსელონას” “ლა მასიაში” გამოდიოდა.



ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
545
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0