სხვა
ალისია ვენტურამ გეზი ავსტრიისაკენ აიღო
2014, 16 თებერვალი, 13:55
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფილიპო ინძაგის ყოფილი ცოლი, იტალიელი მოდელი, ალისია ვენტურა საცხოვრებლად შესაძლებელია ავსტრიაში გადაბარგდეს. ამის მიზეზად ალისია იტალიის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაზრდილ გადასახადებს ასახელებს.
უკანასკნელ წლებში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკთრებით კი საფრანგეთში მემარცხენე ხელისუფლების მიერ გაზრდილი გადასახადების გამო, არაერთი ცნობილი ადამიანი განაწყენდა. ცნობილმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიამ კი საერთოდ ნამუსზე აიღო ხელი და რუსეთში გადაცხოვრდა.საფრანგეთს არც ყოვლად უცნაური იტალიის ხელისუფლება ჩამორჩა და ახალი ცვლილებების მიხედვით, სულ მალე იტალიაშიც იზრდება გადასახადები. ჰოდა ეს ჩვენი ინძაგის ნაცოლარიც გაბრაზდა და ავსტრიისაკენ აიღო გეზი. როგორც ჩანს მისთვის ზედმეტი ფული არგადახდა პრინციპის საქმეა.
www.worldsport.ge