საზოგადოება კაფე "გალერიში" გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია(+საქართველოში ყველაზე ცნობილი კარდეოლოგის ტრაგიკული ისტორია) 2014, 16 თებერვალი, 15:49 კაფე "გალერიში" ვალენტინობაზე, გვიან ღამით 23 წლის ახალგაზრდა დავით ცხაკაია, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სიკვდილი არ გამოუწვევია ნარკოტიკების გადამეტებულ მოხმარებას. როგორც კაფე "გალერის" დღის მენეჯერი ხათუნა კალანდაძე აღნიშნავს, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ბიჭი სავარძელში იყო გარდაცვლილი და როგორც ქალბატონისთვის გახდა ცნობილი დავით ცხაკაიას სიკვდილი გამოწვეული იყო ან გულით ან ნარკოტიკებით. გარდაცვლილი ახალგაზრდა საქართველოში ყველაზე ცნობილი კარდეოლოგის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი აღმოჩნდა. ქალბატონი გულიკოს პაციენტია საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და ასევე იგი ექს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პირადი ექიმია. ამ ქალბატონის ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა, როდესაც მან "ნანუკას შოუში" მოყვა თავისი ოჯახის ტრაგედია. ქალბატონ გულიკოს პირველი შვილი როდესაც ავარიის შედეგად ტრაგიკულად დაეღუპა, მისმა მეუღლემ ვერ გაუძლო ამხელა უბედურებას და შვილის სიკვდილის გადაყვა. ამის შემდეგ ქალბატონ გულიკოს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა. რაოდენ დიდი იყო ტკივილი, როდესაც შვილი დედას მიუყვანეს კლინიკაში სამკურნალოდ როგორც პაციენტი. ტრაგედიებმა ქალბატონი გულიკო ეკლესიური გახადა, მანამდე იგი იშვიათად თუ შევიდოდა ეკლესიაში. მიუხედავად ყველაფრისა, ქალბატონის თვალზე ცრემლი არავის არ უნახავს. როგორც მან აღნიშნა, ის ვისაც ცრემლი აქვს ბედნიერი ადამიანია, იმიტომ რომ მისთვის რაღაცა განტვირთვა ხდება, ხოლო ქალბატონის გულიკოს ცრემლს მხოლოდ მისი ოთახი ხედავს. და ახლა კიდევ ასეთი ტრაგედია დაატყდა თავს, მან შვილიშვილიც დაკარგა. ღმერთმა გაძლება მისცეს ქალბატონ გულიკოს! დათუნა ცხაკაიას სული ღმერთმა ნათელში ამყოფოს! 831 3-ს მოსწონს
|