შოუბიზნესი გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი დაიწერეს 2014, 15 თებერვალი, 20:23 სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია მათი ჯვრისწერით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი დღეს, 15 თებერვალს, სვეტიცხოველში დაიწერა. როგორც იცით სალომეს და გიორგის სიყვარული ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ დაიწყო. ისინი წყვილში ცეკვავდნენ და აქედან დაიწყო სწორედ საზოგადოებისა და მედიის ინტერესი მათ მიმართ, აშკარად ჩანდა, რომ სალომესა და გიორგის შორის რაღაც ხდებოდა, რასაც ორივე კატეგორიულად უარყოფდა. პროექტის დაწყებამდე ორივეს შეყვარებული ჰყავდათ, მაგრამ შემდეგ ორივენი დაშორდნენ. თუმცა გიორგიც და სალომეც უარყოფდნენ, რომ შეყვარებულებს იმის გამო არ დაშორებიან, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი ერთად არიან. ცოტა ხნის წინ კი საცხოვრებლადაც ერთად გადავიდნენ და ახლა ცნობილი გახდა, რომ ჯვარიც დაიწერეს. ბედნიერება ვუსურვოთ სალომეს და გიორგის 158 4-ს მოსწონს 2-ს არა
|