სხვა
რუს ფრისტაილით მოთხილამურეს ხერხემალი გადაუტყდა
2014, 15 თებერვალი, 16:42
დღეს შუადღისას, სოჭის ოლიმპიადაზე უსიამოვნო ამბავი მოხდა. რუსეთის ნაკრების ფრისტაილით მოთხილამურე გოგონამ, 23 წლის მარია კომისაროვამ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. გამოკვლევის შედეგად ექიმებმა მას ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინეს.
ტრავმის სიმძიმიდან გამომდინრე, მარიას მოსკოვში გადაყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ, ჯერჯერობით ოლიმპიურ სოფელში, კრასნაია პოლიანას საავადმყოფოში რჩება.
სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge