წლევანდელი ზაფხული, ისევე როგორც წინა, აქტუალური "შორტომანიით" იქნება გამორჩეული. თუმცა გასული სეზონისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონზე მათი მოდური სიგრძე გაცილებით უფრო შემცირდა ზომაში, ამიტომ ვისაც ლამაზი ფეხები და ნამზეური გაქვთ ეს ზაფხული თქვენია!
რაც შეეხება მასალას, ამ მხრივ ყველაზე დიდი პოპულარობით, ჯინსის შორტები სარგებლობს.
მათ შორის ყველაზე ტრენდული ე.წ "დახეული" ფაქტურის მქონე შორტებია. დაუდევრად აკეცილი ბოლოებით და ოდნავ ძველის ეფექტით. ისინი შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით შეუხამოთ ფერად ფართო ქამარს,
სხვადასხვა ფერის ბისერებს და ა.შ. გარდა ჯინსისა, ამ სეზონზე
ძალზე აქტუალური იქნება ფართოჯიბიანი და სქელსაქამრიანი, ტილოს შორტებიც. მათი ტარება მოკლე ჟილეტების ან კურტაკების კომბინაციაშია მიზანშეწონილი. ამას გარდა, შორტი იმდენად გათამამდა, რომ მის დამატებას, უკვე დიზაინერები მკაცრ, საქმიან გარდერობშიც გვთავაზობენ.
ნაჭრის კლასიკური შორტის ტარება, ამ სეზონზე მკაცრი სტილის თეთრ პერანგსა და კოსტუმთან ერთადაა მიზანშეწონილი.