x
image
worldsport.ge
პატარა ზებრა და “იუვენტუსის“ ქართველი ტიფოზები

imageიტალიური საფეხბურთო კლუბის, ტურინის “იუვენტუსის“ ქართულმა ფან-კლუბმა ცოტა ხნის წინ ერთობ ორიგინალური აქტივობა განახორციელა. პიემონტური გუნდის ჩვენებურმა ქომაგებმა თბილისის ზოოპარკის დირექციას მიაკითხეს და საინტერესო იდეა შესთავაზეს.
თბილისის ზოოპარკში მყოფ ზებრას შვილი ეყოლა და ამ პატარა ზებრას მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე “იუვეს“ ქართველმა ქომაგებმა აიღეს. ზოოპარკის ადმინისტრაცია რა თქმა უნდა სიხარულით შეხვდა ასეთ ინიციატივას და ქომაგებს ზებრისათვის სახელის დარქმევის პრივილეგიაც მისცეს.
როგორც იცით, ტურინის “იუვენტუსის“ საკლუბო მაისური და კლუბის ემბლემა თეთრ-შავ ზოლებშია გადაწყვეტული და ამის გამო, ზებრა გუნდისათვის ერთგვარ თილისმად ითვლება. საინტერესოა მიბაძავენ თუ არა სხვა ევროპული კლუბების ქომაგები “იუვეს“ ტიფოზებს და აიყვანენ თუ არა პატრონაჟის ქვეშ ზოოპარკში მყოფ სხვა ცხოველებს. ფაქტია, რომ მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დადებითი კუთხით შეიძლება შეფასდეს.


www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0