x
image
worldsport.ge
ევრო92-ის ტრიუმფატორი გარდაიცვალა

imageსამწუხარო ცნობა მოვიდა დანიიდან – 76 წლისა რიხარდ მიოლერ ნილსენი გარდაიცვალა. ეს საფეხბურთო სპეციალისტი დანიის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა და 1992 წელს სკანდინავიელები ევროპის ჩემპიონი გახადა.
ბოლო ხანს მილერ ნილსენი ავადმყოფობდა. მას ექიმებმა ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მდგომარეობა თანდათან კრიტიკული ხდებოდა.
რიხარდ მიოლერ ნილსენმა საფეხბურთო კარიერა 1967 წელს დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. იგი რამდენიმე დანიურ გუნდს თავკაცობდა, სათავეში ედგა ფინეთისა და ისრაელის ნაკრებებსაც. გეხსომებათ, შვედეთში ცატარებულ კონტინენტის პირველობაზე დანია სანქციადადებული იუგოსლავიის ნაცვლად დაუშვეს და “მეზღაპრეებმა” ნამდვილი ფურორი მოახდინეს – ფინალამდეც გააღწიეს, გადამწყვეტ მატჩში კი ფავორიტად შერაცხულ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს მოუგეს.




გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0