არგენტინელი მოდელი, მეტსახელად დორისმარი, დარწმუნებულია, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრები წლეულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება და იმისიც სჯერა, რომ ლეო მესი სწორედ წელს დაამტკიცებს მარადონაზე უპირატესი რომაა და ეს ყველაფერი დორისმარს წინასწარ ძალიან ახარებს.
დორისმარი ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ უკვე ჩამოაყალიბა არგენტინელ მოდელთა გაერთიანება, რომლებიც ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთად გაემგზავრებიან და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.დორისმარი ფეხბურთზე გადარეული სხვა მისი კოლეგა მოდელებისგან განსხვავებით, არაფერს ამბობს თავად რას განიცდის კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ. თუმცა, თუკი არგენტინის ნაკრები მართლაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ერთ გახდას რომ არავის დაამადლის – ცხადია...
www.worldsport.ge