x
image
ციცი
Mediator image
ია ფარულავამ სუროგატი დედის საშუალებით შვილის გაჩენა გადაწყვიტა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რამოდენიმე უიღბლო ქორწინების შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად ცოლად გაყვა მუსიკოს ტარიელ სუარს.

ია ფარულავას არც ერთი ქორწინებიდან შვილი არ ყავს. იგი 1967 წელს არის დაბადებული, ასაკშია და რა თქმა უნდა მისთვის ახლა უკვე ძნელია ბავშვის გაჩენა. ამიტომაც როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა რომ სუროგატი დედის საშუალებით გააჩინოს შვილი. წყვილს შეუღლების პირველი დღიდანვე ძალიან უნდოდათ, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი ჰყოლოდათ და ამიტომაც მეუღლისგან, ტარიელისგან იას არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია, ისინი ამ საკითხში შეთანხმებულნი არიან და ამიტომაც ია ფარულავამ დახმარებისთვის მიმართა მარიამ კუკუნაშვილს, "NEW LIFE"-ის დამფუძნებელს-ეს არის სუროგაციის ცენტრი, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის გაჩენის ბედნიერებას ანიჭებს.

20 თებერვალს, ია ფარულავა გაემგზავრება ტაილანდში, სადაც მას მთელი რიგი პროცედურების ჩატარება მოუწევს, მან უნდა მიიღოს სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატები და წამლები, რამაც შესაძლოა იას ორგანიზმში გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ ფარულავა ყველაფრისთვის მზად არის, რადგან მას ძალიან დიდი სურვილი აქვს შვილის ყოლის და არ უნდა რომ მერე სიბერეში უშვილობა სანანებელი გაუხდეს. ხოლო შედეგი ექნება თუ არა მის ამ ვიზიტს ტაილანდში, ანუ შეძლებს თუ არა ია ფარულავა შვილის ყოლას, ამის პასუხი მისთვის ერთ თვეში იქნება ცნობილი.

imageimageimage

2
333
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
333
  
2014, 10 თებერვალი, 14:56
ყველა ქალს ვუსურვებ დედობას
2014, 10 თებერვალი, 14:08
ღმერთმა აუხდინოს ეს სურვილი...
0 1 2