ნამცხვრები ტორტი "რაფაელო" - უგემრიელესი დესერტი (პროფესიონალი კონდიტერის რეცეპტი) 2014, 9 თებერვალი, 22:28 ინგრედიენტები ბისკვიტისათვის: კვერცხი-6 ცალი შაქარი-5 სუფრის კოვზი ფქვილი-6 სუფრის კოვზი ვანილი-დანის წვერით ნაღების კრემისათვის: ნაღები(30% -იანი)-500 გრამი საქრის პუდრა-120 გრამი დაფქული ნუში-100 გრამი არაჟნის კრემისათვის: არაჟანი-150 გრამი შესქელებული რძე(მოხარშული)-1 ქილა დასანამად: შაქარი-5 სუფრის კოვზი წყალი-6 სუფრის კოვზი მოსართავად: დაფქული ნუში ქოქოსის ბურბუშელა ბისკვიტის ნამცეცები ნაღები ან ჩვეულებრივი "რაფაელოს"კანფეტები რამოდენიმე ცალი მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხის ცილა კარგად, დავამატოთ შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა, დავამატოთ კვერცხის გულები, ვანილი და ფქვილი, მოვურიოთ ფრთხილად და ჩავასხათ ყალიბში. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 30-35 წუთი. გავაციოთ ბისკვიტი. მოვადუღოთ სიროფი წყლისა და შაქრისაგან, გავაციოთ. გავჭრათ ბისკვიტი სამ ნაწილად და დავნამოთ კარგად. მოვამზადოთ კრემი მოხარშული შესქელებული რძისა და არაჟანისაგან:ფრთხილად ავურიოთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში. ახლა გავაკეთოთ ნაღების კრემი: კარგად გაციებული ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ შაქრის პუდრა და დაფქული ნუში. შევუდგეთ ტორტის დაკრემვას: ერთი ზოლი გავაკეთოთ არაჟნის კრემით, მეორე ნაღების კრემის, ისე როგორც ზებრა. ზემოდან ტორტს მთლიანად წავუსვათ ნაღების კრემი და მოვრთოთ "რაფაელოთი"-ნაყიდით ან ჩვენი გაკეთებულით: ავურიოთ ერთმანეთში ქოქოსის ბურბუშელა, ბისკვიტის ნამცეცები, დაფქული ნუში და ცოტაოდენი ნაღები. გავაკეთოთ ბურთები და ამოვავლოთ ქოქოსის ბურბუშელაში. ტორტს გარშემო და თავზე მოვაყაროთ ქოქოსის ბურბუშელა და დავდოთ მაცივარში. მიირთვით გემრიელად! 1584 12-ს მოსწონს
|