სხვა გამძვინვარებულმა სპილომ ცხოველთა სამყაროს "დედოფალი" (ძუ ლომი) აიძულა ხეზე ამძვრალიყო. 2014, 8 თებერვალი, 15:58 ტანზანიაში სერენგეტის ნაციონალურ პარკში ძალზე უცნაური და სახიფათო ვითარება შეიქმნა, როცა გულუბრყვილო ან "ნაგლმა" ძუ ლომმა დაარღვია "წარმოსახვითი" საზღვარი და დაურიდებლად შეიჭრა სპილოების "სამფლობელოში". განრისხებულმა სპილომ გააფთრებით შეუტია დაუპატიჟებელ სტუმარს, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, თუმცა სპილო არ მოეშვა და ლომი იძულებული გახდა გამხმარ ხეზე ამძვრალიყო და ხის ტოტს ჩასჭიდებოდა თავის გადასარჩენად, სანამ განრისხებული სპილო ისევ თავის "თანამოძმეებს" არ დაუბრუნდა. 315 13-ს მოსწონს |
გენდერული თანასწორობის დარღვევას ეტყობა ცხოველთა სამყაროშიც აქვს ადგილი. :D