საზოგადოება ქართველ ინტერნეტვარსკვლავს, სალომე ტეტიაშვილს, თავი გაუტეხეს 2014, 7 თებერვალი, 11:51 სალომე ტეტიაშვილი ეს ის გოგონაა, რომელმაც უძლიერესი ხმის წყალობით ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მისი ვიდეორგოლები დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი ნახვები აქვს. უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი სალომეს და ბესო როსტიაშვილის დუეტში შესრულებული სიმღერები და მეგობრებთან ერთად სუფრასთან გადაღებული ვიდეოები. ამ ვიდეორგოლებმა უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა მათ და დიდი პოპულარობა მოუტანა მათ სამეგობრო წრეს. რამდენიმე დღის წინ სალომე ტეტიაშვილს, პავლოვზე, 30 წლამდე უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც სალომე სავარაუდოდ იცნო, რადგან სახელით მიმართა, გოგონას ტელეფონის ნომერი სთხოვა. სალომე ტეტიაშვილის უარის შემდეგ მათ შორის შელაპარაკება მოხდა და გაღიზიანებულმა უცნობმა დაკეცილი დანა ესროლა გოგონას სახის მიმართულებით, მაგრამ დანა თავში მოხვდა სალომეს და თავი გაუტყდა. საბედნიეროდ ინტერნეტვარსკვლავს თავის არეში ნაკერების დადება არ დაჭირდა, რადგან მძიმე დაზიანება არ ჰქონდა. სალომეს პოლიცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია, რადგან არ უნდოდა რომ ამ ამბავს დიდი ხმაური მოყოლოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ზოგი უთანაგრძნობს, ზოგს კი გამოგონილი ამბავი გონია და ფიქრობენ, რომ გოგონამ ეს პიარისთვის გააკეთა. ამის გამო მან ასეთი სტატუსი დაპოსტა თავის ფეისბუქის გვერდზე: "სახალისოა ხალხი რომ წერს არადამაჯერებელია ეს ფაქტიო... მინდა ჩემზე ილაპარაკონ, რომ თავი გამიტეხეს და ვიგონებ..." სალომე ტეტიაშვილის ამ სტატუს მხარდაჭერა მოყვა მისი ფეისბუქის მეგობრების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ რომ სალომეს პიარი არ ჭირდება და ისედაც მთელი საქართველო იცნობს მისი უნიკალური ხმის წყალობით. გამოჯანმრთელება და წარმატება ვუსურვოთ სალომეს! ახლა კი გთავაზობთ მის პირად ფოტოებს: 297 5-ს მოსწონს
|