სხვა ტრადიციული საუზმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014, 6 თებერვალი, 22:42 რას აღარ მიირთმევენ საუზმეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთნი უპირატესობას ფაფებს და სწორ ჯანსაღ კვებას ანიჭებენ, მეორენი ძეხვეულს, ყველისა და კარაქის ბუტერბროდებსა და ფუნთუშებს მიირთმევენ, მესამენი კიდევ ეგზოტიკურ ცხოველებსა და მცენარეებს. ამ პოსტში შევეცდები წარმოგიდგინოთ, თუ როგორი საუზმეა ტიპიური მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. მაშ ასე, დავიწყოთ:
რუსული ალადები. მალაიზიური სუპი. მექსიკა- ჯადოსნური ნარევი. კორეა- კვერცხი და სოკო საჭმლის უკეთ მონელებისათვის. და რაც მთავარია, ცხარე კეტჩუპი .დილისათვის ცოტა უხერხული საკვებია, მაგრამ ადგილობრივებს მოსწონთ. მონგოლეთი. ამ სუფრის შემხედვარე დარწმუნდებით, რომ აქაურებს დილით მსუყედ და გემრიელად ჭამა უყვართ. მაროკო. პური და ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით. პერუელები საკმაოდ გაბედული ხალხია. ამ ურჩხულის მირთმევას დილით ბევრი ვერ გაბედავდა.პლასტიკის ბოთლშიც აშკარად ქიმიური ნივთიერებებით მდიდარი სითხეა. პერუელებს ჯანსაღი კვების შესახებ, როგორც სჩანს, ჯერ არაფერი სმენიათ. პოლონეთი- აი მესმის საუზმე: A B C ვიტამინების სრული კომპლექსი. შოტლანდია-ეს შავი რაა, ვერაფრით ვერ მივხვდი. ესტონეთი- ტოსტები ყველით. დიდი ბრიტანეთი- საკმაოდ მრავალფეროვანი საუზმეა. ეგვიპტელები საუზმეზეც კი ბევრ ბოსტნეულს იყნებენ-სასარგებლოა. აი შვედები კი ნამდვილად ფიგურას უფრთხილდებიან-რაც თეფშზეა, ორიოდე ლუკმა თუ იქნება. ტაილანდი-აი აქ ნამდვილად ჯანსაღად იკვებებიან. ვიეტნამი- მდააა, ვერაფერს იტყვი.ნეტავ გემრიელი თუ მაინცაა ეს საეჭვო შესახედაობის საკვები. არგენტინა- მადისაღმძვრელი კრუასანები. ესეც პორტუგალიელის საუზმე. და რათქმაუნდა ფრანგები ფუნთუშების გარეშე წარმოუდგენელია. ბრაზილიელებს აშკარად უყვართ გემრიელად ჭამა-ვერაფერს იტყვი. გერმანია-საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება მათი საუზმე, ლუდიღა აკლია. ჩინეთი-ამ საუზმის გასინჯვას ალბათ ბევრი თქვენგანი არ ისურვებდა. კოლუმბიელების დილის სუპი-ამბობენ, ძალიან გემრიელიაო. კუბა-რაღაც ომლეტისმაგვარი საუზმე და რაღაც ყავისმაგვარი სასმელი. ჰავაი- აი როგორი უნდა იყოს დილის საუზმე, ისწავლეთ მათგან. ირლანდია-საკმაოდ ნოყიერი საუზმეა. კანადა- საკმაოდ ნაცნობი გემო. ესეც ამერიკელების საუზმე. ბოლივიაში ძალიან ყვარებიათ ღვეზელები. ეს საუზმე მხოლოდ ერთ კაცზეა გათვალისწინებული. საცოდავი ავსტრალიელები-თუკი ეს მართლაც მათი საუზმეა. იტალია-გემრიელი კრუასანი და საოცრად არომატული ყავა. იორდანიაში მრავალფეროვანი საიუზმე მოსწონთ. ეს რაა-ზოგადად გაუგებარია, მაგრამ ცხარე კი უნდა იყოს. იაპონელები რათქმა უნდა, გამოირჩევიან ყველასაგან. აი მათი დახვეწილი საუზმე. ფილიპინელების მრავალფეროვანი საუზმე. ირანი-ბრინჯი და ათასნაირი სანელებლები. ესეც ინდოელის ტრადიციული საუზმე. თურქები სუფრის საოცარი სერვირებით გამოირჩევიან, ეს ამ საუზმესაც ეტყობა. ისლანდია-ფაფა საუზმეზე. დაბოლოს, რათქმაუნდა ქართული ხაჭაპური, სხვა რა უნდა ინატრო საუზმედ. 1092 17-ს მოსწონს |
ბევრს რა მადა ქონიათ :)