“მანჩესტერი იუნაიტედის“ ვარსკვლავის, უეინ რუნის სახლმა იმდენად მოაჯადოვა მასთან სტუმრად მყოფი ინგლისელი მილიონერი, ვინმე არტურ ჰემპშირი, რომ ცნობილ ფრანგულ ფილმ “სათამაშოს“ მთავარი გმირი მილიონერივით სახლის ყიდვა იმ წუთშივე მოინდომა, რამაც მასპინძელი თურმე დიდად გაანაწყენა.
უეინმა და მისმა მეუღლემ, კოლინ რუნიმ (ქრივი) ჩეშირის საგრაფოში აგებული ამ სასახლის შენებას მთელი ხუთი წელი მოანდომეს და ოფიციალური მონაცემებით ეს სახლი დაახლოებით 19 მილიონი გირვანქა ღირს. სახლს რამდენიმე აუზი და უზარმაზარი ბაღიც აქვს.
რუნების სახლი ყველაფერთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ ვილა ორ ნაწილად იყოფა და ცოლსა და ქმარს ცალ-ცალკე აპარტამენტები გააჩნიათ. ამ უცნაური დაყოფის მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ ახირებულ მილიონერებს ჩვენ აბა რას გავუგებთ...
www.worldsport.ge