x
image
მანჩო 777
ყველაზე შემზარავი სამედიცინო ინსტრუმენტები
ამ ინსტრუმენტების ფოტოსურათებს რომ ნახავთ, უეჭველად გაიფიქრებთ:კიდევ კარგი, იმ დროში არ ვცხოვრობდი ან ამ საწამებელ იარაღებს დღესაც რომ არ იყენებენ მედიცინაშიო.

1. სკარიფიკატორი, 1874 წელი.

image



ოდესღაც ამ ხელსაწყოთი აკეთებდნენ ყვავილის აცრას. 4 საჭრისით უკვე დაავადებული ან ყვავილით გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე კეთდებოდა ჭრილობები და შემდეგ ამავე ხელსაწყოთი ჩვილის ნაზ კანზე იმავე სახის ჭრილობებს აკეთებდნენ, რაც ხშირად უბედური შემთხვევით ანუ დაინფიცირებით მთავრდებოდა.



2.სავარძელი მშობიარეებისათვის, მე-18 საუკუნის დასაწყისი.


image



ეს ბავშვების სათამაშო სკამი არ გეგონოთ. ამ სავარძელზე მთელი თაობები მშობიარობდნენ. სავარძლის ზურგზე ხატია, რომ ქალს შეძლებოდა ამავდროულად ელოცა კიდეც.


3.ვერცხლისწყლის შპრიცი და გადასახვევი მასალები, 1545 წელი.

image


ეს საგნები ნაპოვნი იქნა ჩაძირულ ხომალდზე "მარია როზა".ვერცხლისწყლის შპრიცი გამოიყენებოდა მეზღვაურების სიფილისისაგან სამკურნალოდ.



4.ლანცეტი სისხლის გამოსაშვებად, 1860 წელი.

image



იმისათვის, რომ სისხლის გამოშვება მოეხდინათ, ლანცეტის სამკუთხედისებრ თავს ვენაში ჩაარჭობდნენ, სანამ სისხლი არ წამოვიდოდა.



5. საგნების ნაკრები თავის ქალის ტრეპანაციისათვის, 1771 წელი.

image

თავის ქალის ტრეპანაცია უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა ეპილეფსიის სამკურნალოდ. ითვლებოდა, რომ თავში თუ ხვრელს გააკეთებდნენ, იქედან "დემონი" გამოვიდოდა, რომელიც ავადმყოფს ტანჯავდა. ამ მეთოდით კურნავდნენ სხვა დაავადებებსაც, კერძოდ მიგრენას და დეპრესიას.






6.საწოლი ფსიქიატრიული კლინიკის ავადმყოფებისათვის, 1840 წელი.

image



7. მოწყობილობა უნებლიე ერექციის შესაჩერებლად
, გერმანია, 1894 წელი.

image




8.კბილის ამოსაღები ხელსაწყო, 1860 წელი.

image

ჭანჭიკი იხრახნებოდა მტკივან კბილში, რომ უფრო მყარად დამაგრებულიყო და შემდეგ ფესვთან ერთად ამოეძროთ...და ეს ყველაფერი გაუტკივარების და ანესთეზიიის გარეშე კეთდებოდა!



9.ხერხი ძვლების გადასახერხად, ამერიკა, 1850-იანი წლები.

image


ასეთი ინსტრუმენტები გამოიყენებოდა ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს. ქირურგები პირდაპირ ბრძოლის ველზე გადახერხავნენ დაზიანებულ კიდურს, რომ განგრენა უფრო შორს არ წასულიყო.

18
1159
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1159
  
2014, 5 თებერვალი, 19:36
ინკვიზიციის იარაღებს ჰგავს უფრო:(
2014, 5 თებერვალი, 19:35
რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი,ჯანმრთელობაა მთავარი,თორემ ნებისმიერი სამედიცინო ინსტრუმენტი შემზარავია ახლაც კი,მაგრამ კბილის ამოსაღებ ინსტრუმენტს საწამებელს უფრო დავარქმევდი ,საშინელებაააააააა...
2014, 5 თებერვალი, 19:25
არცთუ ისე მცირე სხვაობააა ეგ ორი რამ..:)
2014, 5 თებერვალი, 12:45
შედარებისთვის თანამედროვე ხელსაწყოებიც დაგედო, კარგი იქნებოდა. ისე მე თუ მკითხავ დიდი განსხვავება არაა. ხერხებს და დრელებს იყენებენ ახლაც, ორი დიდი განსხვავებაა -- ასეპტიკა და ანესთეზიოლოგია :)))
2014, 5 თებერვალი, 0:07
ვაიმეე :D :D :D რა ბედნიერი ვარ რომ მაგ დროს არ დავიბადეე :D:D:D მაგარი გამიმართლა :D
2014, 4 თებერვალი, 17:08
გაიხარე, ჩემო კარგო..ცოტა კი შევაშინე აქ ხალხი, მაგრამ არც მე დამდგომია კარგი დღე, როცა ვწერდი:D
2014, 4 თებერვალი, 17:05
საინტერესო სტატია იმისთვის რომ წარსულზე არ იწუწუნოს კაცმა:):) ნამდვილად განვითარებული ტექნიკის სამყაროში გვიწევს ცხოვრება,სადაც უფრო კომფორტული გახდა მედიცინა ,თუმცა კადრების პროფესიონალიზმი ასამაღლებელია...მანჩო განსხვავებული იყო,მოწონება ბევრი:)
2014, 4 თებერვალი, 16:58
საინტერესო და შემზარავი:(
2014, 4 თებერვალი, 16:57
საინტერესო კრებულია. განსაკუთრებით 3-5
2014, 4 თებერვალი, 14:05
მეშვიდეზე გამეცინა::დ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10