x
image
worldsport.ge
“პსჟ”-მ ბლანის დისკვალიფიკაცია გააპროტესტა

image“პარი სენ-ჟერმენმა” მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. პარიზული კლუბის თავკაცი უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩის დროს ცუდი საქციელის გამო დასაჯა.
შედეგად, ბლანი “პარი სენ-ჟერმენისა” და ლევერკუზენის “ბაიერის” პირველ მერვედფინალურ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. ამასთან, ჯარიმის სახით 10 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრა, მაგრამ ფრანგებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ სპეციალისტს სანქციას მოუხსნიან.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0