x
image
worldsport.ge
ნეიმარის მამამ “ბარსელონასგან” 10 მილიონი კონტრაქტამდე მიიღო

imageესპანეთში ნეიმარის ტრანსფერის თემა აქტუალობას არ კარგავს. ამჯერად ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ ფეხბურთელის მამის ნეიმარ და სილვა სანტოსის ოფიციალური კომენტარი მოიპოვა. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს, მაშინ, როდესაც შვილი “სანტოსში” თამაშობდა, “ბარსელონამ” მის კომპანია N&N-ს 10 მილიონი ევრო გადაურიცხა.
“ეს თანხა “ბარსელონასგან” იმ პირობით მივიღე, რომ ნეიმარი კატალონიური კლუბის გარდა არსად გადასულიყო. ოღონდ ეს წინასწარი კონტრაქტი არ იყო. უბრალოდ მე მოვლენების მათთვის სასურველი სცენარით განვითარებით უნდა ვყოფილიყავი დაინტერესებული. ფინანსური თვალსაზრისით უფრო შთამბეჭდავი შემოთავაზებებიც გვქონდა, მაგრამ არჩევანი “ბარსელონაზე” გავაკეთეთ და საწყენია, რომ ამ თემით ხმაურის ატეხვას ცდილობენ. მთავარია ჩემმა შვილმა სიმშვიდე შეინარჩუნოს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატი ელის” – განაცხადა ნეიმარის მამამ.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0