x
image
worldsport.ge
ტოტი, წიგნები და ინტელექტი

imageვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აპენინური პრესა მის შესახებ ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ძალიან სწყინს, როდესაც მას სრულიად უწიგნურ და უინტელექტო ადამიანად მოიხსენიებენ.
“რომას” ლეგენდარული კაპიტანი იტალიური მედიის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია და მასზე ანეკდოტებიც კი ითხზვება ხოლმე. ერთ-ერთი ანეკდოტი ასეთია: ტოტის სახლი დაეწვა და დამწუხრებული ჩიოდა, ყველაზე მეტად წიგნებზე მწყდება გულიო. რომელიც წიგნებიო – ჰკითხა ხალხმა. - ჩემს გასაფერადებელ წიგნებზე მწყდება გულიო – უპასუხა ტოტიმ.imageასეთი შავი პიარით გულდათუთქული ტოტი ამბობს, რომ შეიძლება დიდად ერუდირებული კაცი მართლაც არაა, მაგრამ არც ისეთი უწიგნურია, როგორც მასზე წერენ და ძალიან არ მოსწონს, რომ შტერ კაცად გამოჰყავთ. ტოტის ადგილზე ასეთი ჭორები სხვას ვის მოეწონებოდა?!...
www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0