სხვა ხმა ჯოჯოხეთიდან. პოლიციის უფროსმა ცარიელ სახლში დემონური ხმები ჩაიწერა(+ვიდეო ჩაწერილი ხმით) 2014, 29 იანვარი, 0:31
ქალბატონი ლატოუა, რომელიც სახლს უკვე მეექვსე თვეა ქირაობდა, ამბობდა, რომ ის და მისი შვილები გამუდმებით უძლებდნენ უცნაურ მოვლენებს, რომლებიც მათ თავს ხდებოდა: სავარძლიდან გადმოგდება, მუშტების დაშენა, ავეჯზე მიჯახება და მრავალი ამდაგვარი რამ. ესმოდათ ნაბიჯების ხმა სარდაფიდან, კაკუნი კარებზე, ხედავდნენ გამჭვირვალე ფიგურებს. პოლიციელმა სახლში შესვლისას დაინახა ანთებული სანთლები და მაცივარზე ბავშვის მიერ დახატული ჯვარცმა, უკან კი რაღაც დემონური არსება. კაპიტანმა კიბის ქვეშ შენიშნა სანთლის ნაღვენთები და რაღაც ციფრები, რომელსაც გადაუღო სურათები, მაგრამ სურათები მობილურიდან გაქრა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. უკან მდგომი პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ კაპიტანს კიბის ქვეშ გარს გამჭვირვალე ფიგურები ეხვია, სურათიც გადაუღო, მაგრამ ისიც გაქრა. იმ დღეს მწყობრიდან გამოვიდა ყველა იქ მყოფის მოწყობილობა, ტელეფონი იყო ეს თუ გადამცემი რადიო. როცა მანქანაში დავბრუნდი, მძღოლის სკამი იყო წინ და უკან გადაადგილებული, როცა მანქანას არავინ მიკარებია. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ამ სახლიდან გამოიტანეს და გადარჩა, კაპიტნის მიერ ჩაწერილი ხმაა, როცა სახლში მარტო შევიდა. მამა მიხეილი ხშირად დადიოდა იქ და ლოცულობდა. ლოცვისას შენიშნა, რომ ერთი თითი ეყინებოდა. 85 3-ს მოსწონს
|