x
image
worldsport.ge
ოზილის “ფერარი” და უცნაური ბრიტანელები

imageძალიან უცნაური ხალხი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. თუკი ბრიტთა კუნძულზე რომელიმე ადამიანი ამოიჩემეს, მას ან მთლად ცაში აიყვანენ, ანდა ისე დასცემენ ძირს, რომ მისი ყველა საქმე თუ გამონათქვამი, ლამის დიდ უბედურებად გამოაცხადონ.
როგორც ჩანს, ლონდონის ”არსენალის” გერმანელ-თურქი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი, (რომელიც მედიასთან განასაკუთრებით თბილი ურთიერთობით არასოდეს გამოირჩეოდა) ბრიტანელ ჟურნალისტებს თვალში არ მოსდით და უკანასკნელ პერიოდში მესუთზე სულ კრიტიკულ-იუმორიტული ტექსტები იწერება.
ამასწინათ, მესუთმა 170 ათას ფუნტ სტერლინგად ღირებული ავტომობილი “ფერარი 458“ შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ამ ავტომობილზე ბევრად ძვირი მანქანებიც ყავთ, ჟურნალისტებმა აიტაცეს და რამდენიმე მოკალმემ ისიც კი დაწერა, ამ უცნაურ თურქს გემოვნება საერთოდ არ ჰქონიაო. არადა, რას უწუნებენ ამ მანქანას, კაცი ვერ გაიგებს…



www.worldsport.ge

0
437
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0