ნამცხვრები ხაჭოს ღვეზელი გარგარით 2014, 28 იანვარი, 9:50 ინგრედიენტები
ცომისათვის:
კვერცხი-2 ცალი შაქარი-100 გრამი კარაქი-100 გრამი ფქვილი-240 გრამი კრემისათვის: ხაჭო-300 გრამი კვერცხი-2 ცალი არაჟანი-3 სუფრის კოვზი შაქარი-3 სუფრის კოვზი სახამებელი-2 სუფრის კოვზი ვანილი- დანის წვერით ახალი ან დაკონსერვებული გარგარი მომზადება: კარაქი ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი. ჩავაყაროთ ფქვილი და სწრაფად მოვზილოთ ცომი. შევინახოთ ცომი მაცივარში 1 საათით. გამოვიღოთ ცომი, ამოვაბრტყელოთ ღვეზელის ფორმაში(20-22 სმ დიამეტრის), ზემოდან დავადოთ ხაჭოს კრემი: ხაჭო გავცრათ საცერში, ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად(ცილა შევინახოთ მაცივარში), დავამატოთ ხაჭო, არაჟანი, სახამებელი და ვანილი. ცილისაგან გავაკეთოთ კარგი ბეზე და ეს ჩვენი მასა შევურიოთ ფრთხილად ბეზეში. კრემი გავშალოთ ცომზე. გადავასწოროთ ზედაპირი დანით და მოვაწყოთ შუაზე გაჭრილი გარგარი. დავდგათ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ცხვება დაახლოებით 30-35 წუთი. მიირთვით გემრიელად! 2213 10-ს მოსწონს
|