შოუბიზნესი როგორ დაიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა 2014, 26 იანვარი, 9:56 ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. ქართველი საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებს აინტერესებთ, როგორ მოახერხა ნანუკამ ასეთ ფორმაში ჩადგომა და ამიტომ ბევრი პირადში წერს და თავს აბეზრებს მას კითხვებით, თუ რომელი დიეტით დაიკლო ნანუკამ ზედმეტი კილოგრამები, ზოგი იმასაც კი ამბობს რომ ნანუკა ავადმყოფობის გამო გახდა. მომაბეზრებელი კითხვებისგან შეწუხებულმა ჟორჟოლიანმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა და გახდომის "საიდუმლოც" გაანდო ცნობისმოყვარე საზოგადოებას: "1.არ ვარ განსაკუთრებულ დიეტაზე, 6-ის შემდეგ არ ვჭამ უბრალოდ და პური ამოვიღე. 2.არაფერი არ გამიკეთებია და 3.არც არაფერი მჭირს(ერთს უწერია ავად ყოფილა და იმიტომ გახდა ასეო.) ძალიან კარგად ვარ, ხომ იცით რამე დიეტა რომ მქონდეს გეტყოდით. გთოხვთ ინბოქსში აღარ მთხოვოთ დიეტა. მიყვარხართ თქვენი ნანუკა..." ნანუკა ჟორჟოლიანის ყველაზე უცნაური სიურპრიზი, ტორტი რომელიც მან არც კი გასინჯა... 1416 3-ს მოსწონს
|