სხვა ფუი ეშმაკს! - კომიკური ტუალეტები სოჭის ოლიმპიადისთვის 2014, 23 იანვარი, 23:17 ალბათ საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, რა იდეა ჩადეს ამ ტუალეტის დამპროექტებლებმა თავიანთ ქმნილებაში.სოჭში ოლიმპიადისათვის გამზადებულ ტუალეტის პატარა კაბინაში ორი უნიტაზი დგას.ნამდვილად კომიკურად ჟღერს ეს ფაქტი, მაგრამ რეალობაა.როგორც ჩანს, სოჭის ოლიმპიადისას იქ ხალხი ნამდვილად არ მოიწყენს.
ამ სურათის დანახვისას ალბათ ყველა გაოცებული დააჭყიტავს თვალებს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.
ფოტო BBC-ის კორესპონდენტმა სტივი როზენბერგმა გაავრცელა Twitter-ის საშუალებით.
თავად უნიტაზი არავითარ გაოცებას არ იწვევს, მაგრამ ერთ კაბინაში ორი?! - მართლაც მისტიკურია.
როგორც ეტყობა, რუს ხალხს სრულიად არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა, სხვაგვარად შეუძლებელია ამ ფაქტის ამოხსნა და ახსნა.ან რჩება ერთადერთი ვარაუდი, რომ პროექტის ავტორებმა განიზრახეს სხვადასხვა ერების დაახლოებისათვის ასეთი ხერხი გამოეყენებინათ. P.s. რას ვიზამთ, რუსებს მეტი ფანტაზია არ ეყოთ ერების დაახლოებისათვის.მთელს მსოფლიოს შეიძლება გაუკვირდეს, რად უნდათ ორი უნიტაზიო, მაგრამ ქართველებს არა.2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისე მიარბენინებდნენ საქართველოდან უნიტაზებს, რომ ეტყობა ზედმეტი მოუვიდათ და ახლა უნდა მსოფლიო აალაპარაკონ და გააოცონ. 134 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ერთ კაბინაში ოთხი ერთმანეთისწინ მდგარი უნიტაზია ასეთუ როგორც ფოტოზე და ერთი სიტყვით შუაში მაგიდაც რომ ჩადგან აღარ მოუწევს ხალხს წინდა უკან სირბილი:))))))))))