ცხოვრება ასეთია – ზოგს ფეხბურთელი მოსწონს, ზოგს კი ფეხბურთელის ცოლი. ზოგიერთ ცნობილ ფეხბურთელს კი ისეთი ცოლი ჰყავს, რომ კაცმა მის მთელს შინაგან ძალასა და კოსმიურ ენერგიებსაც კი რომ მოუხმოს, მაინც ვერ შეძლებს მის მოწონებას.
მიუნჰენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარკვლავის, ფრანკ რიბერის ცოლი, ვაჰიბა ბელჰამი ჩვენ არ ვიცით როგორი ბუნებისა და ზნე-ხასიათის ქალია, მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ის და ფრენკი ერთმანეთს ისე უხდებიან, როგორც რუსი და არაყი, როგორც გერმანელი და ლუდი და როგორც ჯიპი და ქართველი.![ფერი-ფერსა რიბერულად image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012214114235644.jpg)
ევროპულ პრესაში ხშირად ცინიკურადაც წერენ ხოლმე ამ წყვილის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ რიბერი და მისი მუსლიმი თანამოსაყდრე ერთმანეთის ფანატიკურად ერთგულები არიან და უწინამც მდინარე რაინი ჩამოვა ხაშურში, ვიდრე ისინი ერთურთს უღალატებენ.
www.worldsport.ge