![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121530037332.jpg)
ინგრედიენტები:
ვანილის ნაყინი-500 გრამი
ქოქოსის ბურბუშელა-100 გრამი
დაფქული ორცხობილა-100 გრამი
კვერცხი-3 ცალი
კარაქი ან ზეთი-შესაწვავად
მომზადება:
მაცივარი ჩავრთოთ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რომ ჩვენი ნაყინი ძალიან გამაგრდეს-ის ქვასავით უნდა გახდეს.
სანამ ნაყინი ცივდება, მოვამზადოთ ინგრედიენტები ამოსავლებად:
ქოქოსის ბურბუშელა, ორცხობილა და ათქვეფილი კვერცხი.
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121532037332.jpg)
გამოვიღოთ ნაყინი მაცივრიდან, დავჭრათ ულუფებად.
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121533737332.jpg)
სწრაფად ამოვავლოთ ნაყინი საფანელში შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ამოვავლოთ ქოქოსის ბურბუშელაში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს ორცხობილაში.
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121535937332.jpg)
სწრაფად შევინახოთ ჩვენი ნაყინი მაცივარში ისევ გასაყინად. გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი.
გავაცხელოთ ტაფა ან პატარა ქვაბი და დავადნოთ ზედ კარაქი ან ზეთი. ცხიმი ძალიან ცხელი უნდა იყოს. ამ ცხიმში ჩავუშვათ ჩვენი ნაყინი სათითაოდ.
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121543737332.jpg)
ჯერ შევწვათ ერთ მხარეზე, შემდეგ მეორე მხარეზე. ნაყინი ისე სწრაფად უნდა შეიწვას, რომ გადნობა ვერ მოასწროს-დაახლოებით 20 წამი თითოეულ მხარეზე.
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121545537332.jpg)
სუფრაზე მივიტანოთ შეწვისთანავე. დესერტი გარედან თბილი იქნება, შიგნით კი-ცივი.
მიირთვით გემრიელად!
![შემწვარი ნაყინის მომზადება
(ფოტორეცეპტი) image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201401/2014012121551237332.jpg)