არქიტექტურა ბრიტანელმა ინჟინერმა პირამიდების მშენებლობის საიდუმლო ამოხსნა 2014, 21 იანვარი, 10:53 ![]() ცნობილი ბრიტანელი ინჟინერ-მშენებელი პიტერ ჯეიმსი თავის კომპანია CintecInternational -თან ერთად თითქმის ოცი წელია ეგვიპტის პირამიდების რესტავრირებითაა დაკავებული. მან დიდი წვლილი შეიტანა ჯოსერის და წითელი პირამიდის აღდგენაში. ჯეიმსი ეგვიპტეში მიიწვიეს 1992 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ეს ნაგებობები. ამ ხნის განმავლობაში მას უკვე ჩამოუყალიბდა თავის თეორია ამ გიგანტური კონსტრუქციების მშენებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ თეორიებიდან ბევრი წინააღმდეგობრივია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ვერსიებთან შედარებით. ![]() ![]() მეორე თეორია, რასაც ჯეიმსი უმართებულოდ მიიჩნევს, ესაა ამწესმაგვარი ხარაჩოები-ოწინარები, რომლების დახმარებით ქვის ბლოკებს ზევით სწევდნენ. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ამ მოწყობილობის საშუალო სიგრძე ერთ კილომეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამსიმძიმე ქვის ლოდს ვერ მოერეოდა. პიტერ ჯეიმსი თვლის, რომ ბლოკებით აგებულია პირამიდების მხოლოდ უმნიშვნელო-მეათედი ნაწილი, ძირითადად გარეთა მხარე და მათ ზემოთ სწევდნენ ჩვეულებრივი თოკების და არა ოწინარის დახმარებით. პირამიდების დანარჩენი 90% აგებულია ჩვეულებრივი გრანიტის ქვებით, რომლების აწევა ქვისმთლელებისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ![]() ![]() 761 15-ს მოსწონს
|