ტაქსა უვლის პარალიზებულ კატას. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მონათხრობი ისტორია: ახლახანს ფლორიდას შტატში ესტაკადაზე იპოვეს ტაქსა, რომელიც ავადმყოფ კატას (კატას უკანა თათები ჰქონდა პარალიზებული) გაავებით იცავდა ცნობისმოყვარე მნახველებისაგან და ახლოს მისვლის ნებას არ აძლევდა. ცხოველთა დამცველებმა ძაღლიც და კატაც სპეციალიზირებულ თავშესაფარში გადაიყვანეს და სახელებიც შეურჩიეს, კატას დაარქვეს რუფი, ხოლო ტაქსას კი იჯი. სახელები კი ფილმ "შემწვარი მწვანე პომიდვრების" გმირების პატივსაცემად დაარქვეს(ამ ფილმის გმირი ქალბატონები, გადატანილი ტრაგედიების მერე ერთმანეთს იცავენ და გვერდში უდგანან). კატა უკანა თათებს ვერ იყენებს პარალიზების გამო და მხოლოდ წინა თათების გამოყენებით მიცოცავს. ერთერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაიხადა თანხა კატას გამოსაკვლევად სპეციალიზირებულ ვეტერინარულ კლინიკაში, თუმცა სამწუხაროდ ვეტერინარებმა ვერ შეძლეს დაედგინათ კატის პარალიზების მიზეზი. საბოლოოდ ორივე "დაქალი" კერძო ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანა ამ თავშესაფარის მფლობელმა და რუფიც და იჯიც კომფორტულად ცხოვრობენ–კარგად კვებავენ, ბანენ სისტემატურად, ჰყავთ ბევრი დამთვალიერებელი, რომლებსაც მათთვის "სასუსნავიც" მოაქვთ. სამწუხაროდ რუფის მდგომარეობა მძიმდება, მაგრამ იჯი მას ისევე როგორც ახლა მას ბოლო წამამდე არ მიატოვებს.