x
image
worldsport.ge
Marca: კოკემ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

imageმადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობამ გუნდის ნახევარმცველ კოკესთან შეთანხმებას მიაღწია და ამ უკანასკნელმა ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა.
Marca-ს ცნობით, კოკემ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, სექტემბერში გაახანგრძლივა, თუმცა, მადრიდელებმა მასთან შეთანხმების გახანგრძლივება კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს. ეს იმის გამო მოხდა, რომ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის შეძენის მსურველები დაეფრთხო.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა ისეთ გრანდებს სურდათ, როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნია”. ახალ კონტრაქტში უმთავრესი დეტალი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის ოდენობაა, რომელიც აქამდე 24 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი, 60 მილიონამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას “ატლეტიკომ” კოკეს გარდა კონტრაქტები არდა თურანს, დიეგო კოსტას, ხუანფრანს, დიეგო გოდინს, ტიაგუს, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებს - ოლივიერ ტორესს და ხავი მანკილიოს გაუხანგრძლივა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0